აღდგომა იზეიმა ახალციხის რაბათის კათოლიკურ, სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში შეკრებილმა მრევლმა. საზეიმო მსახურებას მღვდელი, მარეკ პშეჩევსკი უძღვებოდა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის სახელით, ტაძარში შეკრებილ მრევლს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და წარმატებები უსურვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძემ.