გიორგი ვაშაძე - ნამდვილი სანქცია იქნება მაშინ, როცა ყველა მექრთამე, კორუმპირებული და სახელმწიფო ნების გამყალბებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე იქნება წარდგენილი და ეს დღე აუცილებლად დადგება

ნამდვილი სანქცია იქნება მაშინ, როცა ყველა მექრთამე, კორუმპირებული და სახელმწიფო ნების გამყალბებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე იქნება წარდგენილი და ეს დღე აუცილებლად დადგება,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოთხი ქართველი მოსამართლის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, მტკიცებულება იმაზე მეტია, ვიდრე დღევანდელი სანქცია.

„რა მტკიცებულებები ხალხო, მტკიცებულებებიც არის. რამდენი მტკიცებულება და ინფორმაცია გვაქვს ჩვენ ამ 10 წლის მანძილზე მიღებული - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, რომლებიც თვითმკვლელობამდე მიჰყავდათ, პოლიტიკური პატიმრები, რომლებსაც დასავლეთი დღენიადაგ ითხოვდა, რომ გათავისუფლებულიყვნენ, გაძარცვული ბიზნესები და დატერორებული ინვესტორები, რომელთა ფულიც ჩაიჯიბეს "ქართული ოცნების" ელიტასთან ერთად და გახდნენ მულტიმილიონერები მოსამართლის 4000-5000-იანი ხელფასით. ეს ხომ წარმოუდგენელია?! - ვფიქრობთ, რომ მტკიცებულება იმაზე მეტია, ვიდრე დღევანდელი სანქცია. ნამდვილი სანქცია იქნება მაშინ, როცა ყველა მექრთამე, კორუმპირებული და სახელმწიფო ნების გამყალბებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე იქნება წარდგენილი და ეს დღე აუცილებლად დადგება“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, აშშ-მ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები ორი დღის წინ დაუწესა. ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება