სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა 9 აპრილის მემორიალთან ბანერი წარწერით - „დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით“ გაშალეს

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და 9 აპრილთან დაკავშირებით ბანერი გაშალეს, წარწერით, "დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით". მათ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სახელები პლაკატებზე განათავსეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

"9 აპრილი არის ტრაგედიისა და გამარჯვების დღე, ჩვენ აქ ვართ იმიტომ, რომ გვახსოვს ის მძიმე წარსული, რაც ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა. დღევანდელ თაობას ყველაფერი გვახსოვს, ქართველი ერი უძლეველია. ამის დამადასტურებელია ჩვენი აქ ყოფნა, ეს არის სრულიად აპოლიტიკური აქცია", - განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?