ქუთაისში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სასულიერო პირებმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა სულების მოსახსენებლად პარაკლისი გადაიხადეს.

„9 აპრილი უდიდესი მნიშვნელობის დღეა საქართველოსთვის. სიამაყით და სევდით აღვნიშნავთ ამ დღეს, ვიხსენებთ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად მოგვიტანეს დამოუკიდებლობა და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას. მადლიერი ვართ ყველა იმ ადამიანის, რომელთა თავდადებამ და ერთსულოვნებამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის მომავალი და გაკვალა გზა თავისუფლებისკენ. საქართველო არასდროს დათმობს თავისუფლების და დამოუკიდებლობის იდეას!“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ზვიად შალამბერიძის თქმით, ჩვენი ვალია, მომავალ თაობებს მშვიდი და წარმატებული ქვეყანა შევუნარჩუნოთ.

„საქართველო ბევრჯერ იყო დიდი განსაცდელის წინაშე და სწორედ ასეთი ადამიანების გმირობამ, რომელთაც დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ მოიტანა აქამდე, ისეთი როგორიც არის. იმ თაობამ ჩვენ დაგვიტოვა თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო. ჩვენი ვალია, ჩვენს მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ მშვიდი და წარმატებული ქვეყანა”, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში 9 აპრილის მოვლენებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში