ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპნისთავის მოსახლეობა მიწის გასხვისებას აპროტესტებს. მათ სოფელ კაპნისთავში აქცია გამართეს და ადგილობრივ მთავრობას მიმართეს.
მოსახლეობის თქმით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს წლებია სასოფლო დანიშნულების მიზნით იყენებენ, რომელიც სახელმწიფომ კერძო პირზე გაასხვისა.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ მიწების დათმობას არ აპირებენ და ასევე აღნიშნული ტერიტორიის დასაკანონებლად სისტემურ რეგისტრაციას ელოდებიან.
“ინვესტიცია პირველ რიგში ხალხზე, მოსახლეობაზე უნდა იყოს მორგებული, იმ ადამიანებზე, რომლებმაც ეს ხეობა შეგვინარჩუნა. მოდიან და საკუთარ მიწას ართმევენ, რომ ვიღაც ინვესტორმა ინვესტიცია განახორციელოს, მოსახლეობა ამას არ შეეგუება. ინვესტორი და ხელისუფლება მოსახლეობასთან უნდა მოვიდეს, ხალხთან საერთო ენა გამონახოს, რადგან პირველ რიგში დაზარალებული არ დარჩეს ხალხი, შემდეგ ინვესტორი და ქვეყანა”, - განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.