რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ბათუმში, პროტესტანტებმა აღდგომა იზეიმეს.
„რელიგიის სააგენტოს კოორდინტორი აჭარაში, აბესალომ ასლანიძე, საზეიმო ღვთისმსახურებას ბათუმის წმინდა სამების პროტესტანტულ ეკლესიაში დაესწრო და დღესასწაული მიულოცა მრევლს. წირვა აღავლინეს მსახურებმა, გენადი მალაყმაძემ და ილია ცინცაძემ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.