მარნეულის მუნიციპალიტეტში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იმამურა აკირა იმყოფებოდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იმამურა აკირა იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

„ვიზიტის მიზანს, იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში მოპოვებული დაფინანსებით შეძენილი ნარჩენების შემკრები ტექნიკის მერიისთვის გადაცემა წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების სამსახურის, ეკონომიკური განვითარების განყოფილების თანამშრომლების მიერ პროექტის ფარგლებში მოპოვებულმა საგრანტო თანხამ 82 243 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარში) შეადგინა.

ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმირში, „გადაჭრილი გორა“ დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო ძეგლის ისტორიას.

მარნეული ერთ-ერთია სამ მუნიციპალიტეტს შორის, რომელიც იაპონიის საელჩოს ნარჩენების მართვის მიმართულებით საგრანტო კონკურსის ფარგლებში იაპონიის საელჩოსგან დაფინანსება მიიღო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა