ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ასლან საგანელიძესთან ერთად, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი სიმბოლურად ყვავილებით შეამკო. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ზვიად მხეიძის თქმით, 9 აპრილი არის ტრაგიკული დღე, მაგრამ ამავე დროს გმირობის, ვაჟკაცობის, ქვეყნის სიყვარულისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლო.

„9 აპრილს ორმაგი დატვირთვა აქვს საქართველოს ისტორიაში. ეს დღე არის ტრაგიკული, მაგრამ ამავე დროს გმირობის, ვაჟკაცობის, ქვეყნის სიყვარულისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლო. 1989 წლის 9 აპრილს, უდიდესი გმირობა და თავგანწირვა გამოიჩინეს ქართველებმა, ეს კი თავისუფლებითა და დამოუკიდებლობის მოპოვებით დასრულდა. მინდა პატივისცემით გავიხსენო ჩვენი გმირები, რომელთა ღვაწლი ქვეყნის წინაშე შეუფასებელია“, - აღნიშნა ზვიად მხეიძემ.

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასობით ადამიანი კი მოიწამლა. ქართველმა ხალხმა 9 აპრილი ეროვნულ დღესასწაულად და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი