თორნიკე რიჟვაძე - 9 აპრილი თავგანწირვის, თავისუფლებისა და გამარჯვების დღეა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

,,9 აპრილი თავგანწირვის, თავისუფლებისა და გამარჯვების დღეა. დღეს პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და ამავე დროს, ვზეიმობთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას. მადლობა თავისუფლებისთვის! “, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 34 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიის საგანგებო დანიშნულების ჯარისკაცებმა სასტიკად დაარბიეს, რასაც 21 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა