გორში, 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, მიხეილ შაყულაშვილთან და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, თამარ მურალოვასთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.

გორის მერიის ინფორმაციით, 9 აპრილის სახელობის სკვერში, სადაც ტრადიციულად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები შეიკრიბნენ, გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა.

„აღნიშნული სკვერი, რომლის რეაბილიტაციაც ცოტა ხნის წინ დასრულდა, გორში რამდენიმე ათეული წლის წინ მოეწყო 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. გარდა დაღუპულებისა იყვნენ დაჭრილებიც, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე, ისინი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს