ბორჯომის მერმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ბორჯომში, 9 აპრილის მემორიალი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა თვითმმართველობის წევრებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს და 9 აპრილის ღამეს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჭიათურისა და საჩხერის და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიების მიტროპოლიტმა დანიელმა, 9 აპრილს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

"დღეს, ვიხსენებთ თავისუფლების იდეის გარშემო გაერთიანებულ ქართველ მამულიშვილებს, მათ ღვაწლს და თავგანწირვას უკვალოდ არ ჩაუვლია. 9 აპრილის მოვლენებმა საფუძველი დაუდო უდიდეს ისტორიულ მოვლენას, ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა თავისუფლება. 9 აპრილის შემოქმედებს სამაგალითო პატივს მიაგებს ისტორია“, - აღნიშნა ოთარ არბოლიშვილმა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.10.2024
კახა ოქრიაშვილი - ზუსტად ვიცი, რომ დმანისში თავისუფალი, ამაყი ხალხი ცხოვრობს, რომელსაც ვერავინ დაიმონებს!