გარდაბანში 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა, პარლამენტის წევრმა სავალან მირზოევმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარდაცვლილი გმირების სულების მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა.

„დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ გმირებს, რომლებმაც ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის სიცოცხლე გაწირეს. მათი თავდადება ნათელი მაგალითია, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო. 1989 წლის 9 აპრილს თავისუფლებისთვის დაწყებული ბრძოლა, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებით დასრულდა", - განაცხადა დავით კარგარეთელმა.

მერიის ცნობითვე, გარდაბნის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი