რას სთავაზობს „ბიბლუსი“ ფრენშაიზის შეძენით დაინტერესებულ პირებს? - ინტერვიუ ირაკლი გაგნიძესთან

2022 წლის ნოემბერში თბილისში „ბიბლუსის“ პირველი ფრენშაიზ მაღაზია გაიხსნა და კომპანიამ სრულიად ახალ ფორმატში დაიწყო განვითარება.

როგორც „ბიბლუსი ჯგუფში“ განმარტავენ, ფრენშაიზის გაყიდვა კომპანიისთვის ახალ ეტაპზე გადასვლას გულისხმობს, რაც, ერთი მხრივ, თავად მას დაეხმარება განვითარებაში, ხოლო მეორე მხრივ, მცირე და საშუალო მეწარმეობით დაინტერესებულ პირებს წარმატებული ბრენდის ქვეშ ბიზნესის სწორად წარმართვის საშუალებას მისცემს.

„ბიბლუსი ჯგუფის“ დირექტორმა ირაკლი გაგნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ შეაჯამა პირველი ფრენშაიზის შედეგები, ისაუბრა ახალ პარტნიორებსა და პერსპექტივაზე, რასაც კომპანია აღნიშნული ტიპის თანამშრომლობით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს:

„ბიბლუსმა“ ფრენშაიზინგის გაყიდვით მცირე და საშუალო კომპანიებს შესაძლებლობა მისცა, ისარგებლონ მის მიერ 15 წლის განმავლობაში შექმნილი სახელითა და მომხმარებელთა ნდობით და წარმატებული საქმიანობა დაიწყონ. რატომ გადაწყვიტეთ ახალი ბიზნეს მოდელის განვითარება?

ფრენშაიზ ურთიერთობა უკვე დროში გამოცდილი და საკმაოდ გამართლებული პრაქტიკაა. საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში წიგნის ბაზარი ძალიან კარგად ვითარდება, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ მოთხოვნა მუდმივად იზრდება.

„ბიბლუსი“ საქართველოს მასშტაბით 77 მაღაზიით ოპერირებს და აგრძელებს განვითარებას. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა რეგიონში, სადაც ჯერ ფართოდ არ ვართ წარმოდგენილი, ჩვენს შესვლაზე მოთხოვნა არსებობს და ამასთან დაკავშირებით პეტიციებიც კი იწერებოდა.

თავისთავად, საკმაოდ რთულია, მსხვილმა კომპანიამაც კი ყველაფერს ერთდროულად გაართვას თავი, რადგან ამისთვის როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსის ერთიანად მობილიზება არის საჭირო, ეს კი მოკლე დროში შეიძლება გამოწვევას წარმოადგენდეს. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ გაფართოებისთვის გამოგვეყენებინა გამოცდილი მეთოდი - ფრენშაიზი, რომელიც ორივე მხარისთვის მომგებიანია.

უპირატესობებზე რომ ვისაუბროთ, გამართული ბრენდის ქვეშ ოპერირების შესაძლებლობის გარდა, ფრენშაიზი იძლევა საკმაოდ აქტიური მხარდაჭერის საშუალებას, რაც გამოიხატება საოპერაციო, მარკეტინგულ და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებში ანუ რა წვლილიც ფრენშაიზის გამცემმა კომპანიამ უნდა შეიტანოს პარტნიორობაში. რომ შევაჯამოთ, ერთი მხრივ, ჩვენ შედეგად ვიღებთ კომპანიის განვითარების საკმაოდ დიდ მასშტაბებს და მეორე მხრივ, მცირე და საშუალო ბიზნესით დაინტერესებულ პირებს საშუალებას ვაძლევთ ისარგებლონ მოდელით, რომელიც ეკონომიკურად გამართლებულია.

არის თუ არა ბრენდის ცნობადობა და გამოცდილება საკმარისი იმისათვის, რომ ფრენშაიზის მფლობელმა წარმატებას მიაღწიოს?

სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ის ნაბიჯები, რასაც ჩვენ ფრენშაიზ მაღაზიის წარმატებისთვის ვდგამთ. ჩვენ პარტნიორების შერჩევას ბრმად არ ვიწყებთ, არამედ ამ პროცესს ახლავს კვლევითი ნაწილი. ჩვენი ძლიერი კომერციული და ანალიტიკური ჯგუფი მუშაობს ფრენშაიზით დაინტერესებულ პირთან. ცდილობს გააანალიზოს კონკრეტული ადგილმდებარეობა - რამდენად პერსპექტიულია და სამომავლოდ წარმატებული იქნება თუ არა. თავისთავად, აღნიშნული მოკვლევა მაინც პროგნოზებზე დამყარებულია, მაგრამ მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალებას გვაძლევს.

ვცდილობთ პარტნიორებთან ბიზნესის მართვასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან ნაწილზე ვიმუშაოთ. როგორც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი ჩვენს მართვაში არსებული მაღაზიები წარმატებით ფუნქციონირებდნენ, ეს ასეთივე მნიშვნელოვანია ფრენშაიზის შემთხვევაში. მათი წარმატება ჩვენი წარმატებაა და ეს საერთო ინტერესი ორივე მხარეს კარგად გვაქვს გააზრებული. აქედან გამომდინარე, ყველას ვარწმუნებ, რომ ჩვენთან თანამშრომლობა ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება.

ჯერჯერობით ჩვენთვის „ბიბლუსის“ ფრენშაიზის ერთი მაგალითია ცნობილი. საინტერესოა როგორია შედეგები და გამოთქვეს თუ არა თქვენთან პარტნიორობის სურვილი სხვა პირებმაც?

ვინაიდან ჩვენი პირველი ფრენშაიზ მაღაზია 2022 წლის ნოემბრის ბოლოდან ფუნქციონირებს, ჯერჯერობით საკმარისი დრო არ გასულა იმისათვის, რომ კონკრეტული დასკვნები გავაკეთოთ. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესი ჩვენი პროგნოზების მიხედვით მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩვენ არ ვჩქარობთ, პირველი ფრენშაიზის შემთხვევაშიც მოსამზადებელი პროცესი საკმაოდ შრომატევადი იყო, რათა სწორი გადაწყვეტილებები მიგვეღო. ამ ეტაპზე გვყავს ორი პარტნიორი რეგიონსა და თბილისში და მათთან მიმდინარეობს აქტიურად მუშაობა. ასევე, გვაქვს ორი მიმდინარე მოლაპარაკება, საიდანაც ერთი რეგიონშია, ხოლო ერთი ისევ თბილისში.

მოლაპარაკების პროცესი მოიცავს ინტერესთა სწორად გააზრებასა და ჩამოყალიბებას, გათვლების გაკეთებას, სწორ ანალიზსა და დასკვნებს, შემდეგ კი კონტრაქტის გაფორმებას, რაც იურიდიულ პროცესებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ არ ვჩქარობთ და გვირჩევნია, პირველი ეტაპები განსაკუთრებით სწორი ნაბიჯებით გავიაროთ და შემდეგ პროცესებს დეტალურად მივყვეთ, რათა წარმატებული შედეგები მივიღოთ.

აქვს თუ არა ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ფრენშაიზის შესაძენად მოგმართოთ და რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ თქვენი პარტნიორები გახდნენ?

ყველას შეუძლია მოგვმართოს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ადამიანები მათ აქვთ თუ არა მეწარმეობის გამოცდილება ან პარალელურად რაიმე სხვა საქმიანობას ახორციელებენ თუ არა, რადგან დიდწილად ვეხმარებით ყველა იმ ბიზნესპროცესის წარმართვაში, რაც დასჭირდებათ. ისინი პირველ ხაზზე მუშაობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღაზიის სწორად ფუნქციონირებაზე არიან პასუხისმგებლები, ამიტომ ჩვენ ვაწვდით ყველა სახის ინფორმაციას, რაც ამისთვის არის საჭირო. რაც შეეხება ჩვენს სამუშაოს, ეს არის ასორტიმენტის შერჩევა, მომწოდებლებთან მოლაპარაკება, სხვადასხვა ტიპის პროდუქტის იმპორტი, სწორი საფასო პოლიტიკა, მარკეტინგი, და ა. შ.

აღნიშნული სამუშაო „ბიბლუსი ჯგუფს“ რჩება, შესაბამისად, აქ ფრენშაიზის მფლობელის ჩართულობა უკვე საჭირო აღარ არის, რაც მას მნიშვნელოვნად უმარტივებს პროცესებს. იმ მინიმალური უნარ-ჩვევების გამომუშავებას კი, რაც წინა ხაზზე ოპერირებისთვის არის საჭირო, ჩვენი დახმარებით შეძლებს.

უფრო კონკრეტულად, რა მოთხოვნები გაქვთ იმ სუბიექტების მიმართ, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, თქვენი პარტნიორები გახდნენ?

ფრენშაიზი ნიშნავს „ბიბლუსის“ მაღაზიის გახსნას. შესაბამისად, მისი მფლობელი ზუსტად იმავე სტანდარტებს უნდა იცავდეს, რითაც კომპანიის სხვა ობიექტები ფუნქციონირებს. მისი წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელს სწორედ იდენტური პროდუქტი და სერვისი დახვდეს, რასაც „ბიბლუსის“ სხვა მაღაზიებში შეიძენდა. შესაბამისად, მხოლოდ ბრენდის სახელი ვერაფერს იზამს, თუ მაღაზიებიც მოთხოვნების შესაბამისად არ იფუნქციონირებს.

აღნიშნული სტანდარტების სწავლებასა და დაცვაში ჩვენს პარტნიორებს, რა თქმა უნდა, ვეხმარებით.

რა წვლილის შეტანა შეუძლია „ბიბლუსის“ ფრენშაიზ მაღაზიებს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში? როგორც აღნიშნეთ, თქვენზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია...

როცა განვითარებას ვიწყებდით, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება თბილისს გარეთ გასვლა და რეგიონებში მაღაზიების გახსნა იყო. იმ დროისთვის საქართველოს რეგიონებში ზოგადად ქსელური მაღაზიები საკმაოდ დეფიციტური იყო და ჩვენი შესვლა ერთგვარი მოვლენა გახდა განსაკუთრებით იმ სექტორში, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ.

როგორც უკვე აღვნიშნე, დღესაც ბევრ რეგიონში რჩება ჩვენზე მოთხოვნა, რაც არამარტო იმ პროდუქტის მიღებას უწყობს ხელს, რომელიც ჩვენს ქსელშია წარმოდგენილი, არამედ რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და დასაქმებას. ამასთან, ჩვენი კონკრეტულ ადგილებში შესვლა შეასრულებს ერთგვარი მაგნიტის ფუნქციასაც და სხვა ბრენდებსაც დააინტერესებს.

ძალიან ხშირად ამა თუ იმ რეგიონში ჩვენ საუბარი გვაქვს სხვადასხვა ტიპის რითეილერებთანაც, შევქმნათ ერთობლივი ეკონომიკური ზონები, რაც რეგიონისთვის სოციალური და ეკონომიკური კუთხით მნიშვნელოვანია.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.10.2024
გიორგი ანთაძე - აქამდე არასოდეს დამდგარა საქართველოს სტრატეგიული პროდასავლური კურსის გადახედვის საკითხი, ისევ დადგა ხანგრძლივი ერთპარტიული მმართველობის დამყარების საფრთხე
კახა ოქრიაშვილი - ზუსტად ვიცი, რომ დმანისში თავისუფალი, ამაყი ხალხი ცხოვრობს, რომელსაც ვერავინ დაიმონებს!