ბაზისბანკი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩაერთო

ბაზისბანკმა, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინიძის სკოლის პროექტი, „ჯანსაღი ცხოვრების წესი საუკეთესო არჩევანია“ დააფინანსა.

პროექტის მიზანია, საზოგადოებაში ეკოლოგიისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ნახატები, საინფორმაციო ბუკლეტები და ვიდეორგოლები ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, რომლებიც გავრცელდება თემში. გამოიცა კედლის გაზეთები, სკოლის ეზოში მოეწყო მწვანე სივრცე, სადაც იგეგმება სპორტული ღონისძიებების ციკლის ჩატარება სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

შერჩეული აქტივისტები, პროექტის დასრულების შემდეგაც გააგრძელებენ მუშობას თემში გარემოს დაცვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიმართულებით. ასევე, იმუშავებენ „მწვანე კუთხის“ მოვლასა და სპორტული შეჯიბრებების რეგულარულად ორგანიზებაზე.

„ბაზისბანკისთვის მწვანე პროექტების განხორციელება, სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის ჩართულობა საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და გარემოს დამზოგავი ქცევის ჩამოყალიბებაში.“ - აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

(R)

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში