ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, ,,ფორდის“ მარკის სტვირთო ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ავტომანქანის მძღოლი გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.