გიორგი დოხტურიშვილმა ქალაქ მარნეულში, აღმაშენებლის ქუჩისა და სოფელ ბაიდარის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მარნეულში, აღმაშენებლის ქუჩისა და სოფელ ბაიდარის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. ინფორმაციას ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და მოსახლეობას კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა ექნება.

„ორივე პროექტი ჯამში, 22 000 ბენეფიციარს მოემსახურება.

ქალაქ მარნეულში აღმაშენებლის ქუჩა მარნეული-ლომთაგორის საავტომობილო გზას უკავშირდება. პროექტის ფარგლებში გაუმჯობესდება გზის ტექნიკური პარამეტრები, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა საგზაო ნიშნები და სანიაღვრე სისტემა. მისი სრული რეაბილიტაციის შემდგომ, ქალაქ რუსთავთან უმოკლესი გზით დაკავშირება მოხდება.

ორივე პროექტი ფინანსდება როგორც რეგიონული განვითარების ფონდის, ისე ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მათი ღირებულება ჯამში, 2 210 068 ლარს შეადგენს.

საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები რწმუნებულთან ერთად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ-დეპუტატმა პარლამენტში, ზაურ დარგალმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში