ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით რეზო გაბრიაძის წიგნი „ჩემი პატარა ქალაქი“ გამოვიდა.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, კრებულში შევიდა რეზო გაბრიაძის ყველა ის საუკეთესო ნაწარმოები, რომელიც ქუთაისთან არის დაკავშირებული - „შერეკილები“, „ ერმონია და რამონა“, „ქუთაისი ქალაქია“, „ექიმი და ავადმყოფი, ანუ აკრძალული შობა“, „ალილო“, „თეთრი ხიდი“.
წიგნი მაღალპოლიგრაფიული ხარისხით დაიბეჭდა და ილუსტრირებულია თავად რეზო გაბრიაძის ნახატებით.
როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, „ჩემი პატარა ქალაქი“ საუკეთესო საჩუქარია ქართველი მკითხველებისთვის.