თელავსა და ბირგუს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი ოფიციალური ვიზიტით მალტაზე იმყოფება.

თელავის მერიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ლევან ანდრიაშვილი ქალაქ ბირგუს მერს, ჯონ ბოქსალს, ადგილობრივი ხელისუფლების საპარლამენტო მდივანს, ალისონ ზეფარა ჩიველის და ბირგუს საბჭოს წევრებს შეხვდა. მხარეებმა სამომავლო გეგმებსა და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს.

მათივე ცნობით, თელავის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ბირგუს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

“შეთანხმებას თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა და ბირგუს მერმა ჯონ ბოქსალმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი ბირგუსა და თელავის მუნიციპალიტეტს შორის კულტურის, სოციალური პოლიტიკის, სპორტის, ტურიზმისა და გარემოს დაცვის სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა