თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში ყოველწლიურად ვზრდით დაფინანსებას ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით, რათა ყველამ შეძლოს სხვადასხვა პროგრამებით სარგებლობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ მთავრობის თავმჯდომარეს 2023 წლის პროგრამები წარუდგინა.

„აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტი 33 მილიონ ლარს აჭარბებს.

2023 წელს როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური დაცვის მიმართულებით, ხორციელდება მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული პროგრამული სიახლეები. აჭარაში სრულად ფინანსდება ონკოქირურგია და გულის ქირურგია; გაიზარდა გულის, ძვლის ტვინის, ღვიძლის ტრანსპლანტაციების ბიუჯეტი და ბენეფიციართა რაოდენობა;

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ასევე გაიზარდა უშვილობის მკურნალობის და დიაგნოსტიკის დაფინანსება. ამოქმედდა თვალის ბადურის მძიმე დაავადების მქონე და ალკოჰოლის შედეგად გამოწვეული ქცევითი აშლილობის პაციენტთა მკურნალობა.

აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ სოციალური დაცვის მიმართულებით დაიხარჯება 12 473 910 ლარი და წლის ბოლომდე მომსახურება გაეწევა 3 325 ბენეფიციარს. ამოქმედდა შშმ სტატუსის მქონე მშობელთა და ორსულთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა. 2023 წლიდან ეკომიგრანტი ოჯახები, ნაცვლად 30 000 ლარისა, ფინანსდებიან 40 000 ლარით. დაგეგმილია 100 საცხოვრებელი ფართის შეძენა.

2023 წელს გაიზრდება საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახების ფინანსური დახმარება, ასევე, შშმ პირთა და ხანდაზმულთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია