ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანმა, მერის მოადგილესთან ბერდია ჩანქსელიანთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების საზედამხედველო კომპანიის შ.პ.ს. ,,ზაისი და კომპანის“ წარმომადგენლებს და შემსრულებლებს შეხვდა.
„დეტალურად განიხილეს დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები. იმსჯელეს პროექტებზე არსებულ პრობლემებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე.
მუნიციპალიტეტის მერმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა პროექტებზე ტექნიკურ უსაფრთხოების, ვადებსა და შესრულებული სამუშაოების ხარისხზე. სამუშაოების მიმდინარეობასა და შესრულებაზე კონტროლი გახდება უფრო ეფექტური და გამჭვირვალე საზოგადოებისთვის. ამ მიზნით საჭიროა ყოველდღიური მონიტორინგი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.