კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებითა და ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით, ლენტეხში, რეგიონების მხარდასაჭერი მორიგი აქცია გაიმართა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებითა და ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდის (Youth developmant Fund) მხარდაჭერით, ლენტეხში, რეგიონების მხარდასაჭერი მორიგი აქცია გაიმართა.

ინფორმაციას ლენტეხის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან, ნიკოლოზ ცქიტიშვილთან ერთად, რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა ონიანი და დეპარტამენტის წევრები ლენტეხის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ, სადაც საკალათბურთო ინვენტარი ჩაიტანეს.

„რეგიონული ფედერაციისთვის საკალათბურთო ინვენტარის გადაცემას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი, მერის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, მერიის სპორტული სამსახურის ხელმძღვანელები, სასპორტო სკოლების გაერთიანების დირექტორი, მწვრთნელები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

საკალათბურთო ინვენტარი - ბურთები, ფორმები, ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის დრიბლინგის დასახვეწად საჭირო სპეციალური სათვალეები, სამწვრთნელო საქმიანობისთვის საჭირო დაფები, სასტვენები და სხვადასხვა სპორტული ატრიბუტიკა გადაეცათ.

ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ლენტეხში მის შესახვედრად შეკრებილ ახალგაზრდა კალათბურთელებს მასტერკლასი ჩაუტარა. ბავშვებმა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ კალათბურთელსა და ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს გულისყურით მოუსმინეს და მისგან მეტად სასარგებლო რჩევა-დარიგებები და ავტოგრაფები მიიღეს.

რეგიონების განვითარების პროგრამა რამდენიმე წლის წინ ამოქმედდა და გრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მომავალში აქტიურ ურთიერთთანამშრომლობაზე სრული მზაობა გამოითქვა,“ - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი