გორთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

გორის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს პიკაპის ტიპის და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულები სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ექიმის განცხადებით, დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ხოლო მეორე პირს უტარდება შესაბამისი კვლევები.

,,ჰოსპიტალში შემოყვანილია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი პირი - ქალი და მამაკაცი. ქალს აღენიშნებოდა თავის ტრავმა, შუბლის მიდამოში ნახეთქი ჭრილობა და ასევე ზედა კიდურის ტრავმა, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მამაკაცს ზედაპირული დაზიანებები არ აღენიშნებოდა, უტარდება კლინიკო-ლაბორატორიული დიაგნოსტიკური კვლევები. კვლევების დასრულების შემდეგ განისაზღვრება ორივე პაციენტის მკურნალობის ტაქტიკა“, - აღნიშნა სამხედრო ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა იგორ გეორგიანმა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი