კულტურის კომიტეტმა ქედის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომა გამართა

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა, მაღალმთიან აჭარაში სკოლის გარეთ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელოვნებო განათლების მდგომარეობის გაცნობის მიზნით, ქედის მუნიციპალიტეტში საკომიტეტო მოსმენა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხდომაზე ინფორმაცია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა და ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, როლანდ ბერიძემ წარადგინეს.

მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, კულტურის მიმართულებით ბიუჯეტიდან 30 მლნ. ლარია გამოყოფილი, რომელიც კულტურის ყველა სფეროზე და მათ შორის, სახელოვნებო განათლების მიმართულებაზე ნაწილდება. მისივე განცხადებით, სახელმწიფო დაფინანსებით 4 500-მდე მოსწავლე-ახალგაზრდა უფასოდ ეუფლება სახელმწიფო განათლების სხვადასხვა საფეხურს.

ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კულტურის კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, რომ სახელოვნებო განათლების განვითარების კუთხით საკანონმდებლო ორგანო მზადაა მხარდაჭერა გამოუცხადოს ყველა იმ პროგრამასა და პროექტს, რომელიც რეგიონებში აღნიშნულ სფეროს შეუწყობს ხელს.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრისგან და ასევე ქედის მუნიციპალიტეტის მერისგან საინტერესო მოხსენებები მოვისმინეთ სახელოვნებო განათლების მდგომარეობის შესახებ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინკლუზიური პროგრამების მიმდინარეობასთან დაკავშირებით და ჩვენ კიდევ უფრო საინტერესო შედეგებს ველოდებით მომავალში", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ.

უწყების ინფორმაციით, სკოლის გარეთ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელოვნებო განათლების მდგომარეობის მონიტორინგის შესწავლის საფუძველზე, კომიტეტი თემატური მოკვლევის ჯგუფს შექმნის.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის