გათბობა გაგრილების კომპანია „ცელსიუსი” 2020 წელს პანდემიის დროს დაარსდა. მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, მოერგო ბაზარს და უკვე მესამე წელია ემსახურება მომხმარებელს.
ამჯერად, ვარკეთილში, ჯავახეთის 64 ნომერში რიგით მერვე ფილიალი, ოფიციალურად 7 აპრილს გაიხსნა. აპრილის თვეში, სწორედ ვარკეთილის მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასები და შეთავაზებებიც მოქმედებს.
შოურუმში წარმოდგენილია სხვადასხვა წამყვანი ევროპული პრენდების გათბობის და გაგრილების სისტემები.
შეგახსენებთ, რომ „ცელსიუსი“ იტალიური ბრენდ არისტონის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც მრავალ ჰიპერმარკეტს აწვდის ხარისხიან პროდუქციას.
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს როგორც გათბობის, ასევე გაგრილებისთვის საჭირო პროდუქციას, მომსახურებას და ხანგრძლივ საგარანტიო სერვისს .
ცელსიუსის მაღაზიათა ქსელი მდებარეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, როგორიცაა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი.
ამასთან, ვებ.გვერდის celsiusi.ge-ს საშუალებით სასურველი პროდუქციის ონლაინ შეძენაც არის შესაძლებელი.
(R)