„ფერადი ქალაქის“ მშენებლობა გრძელდება - აუტიზმის ეროვნული ცენტრის მეოთხე კოტეჯს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ და „ლისი დეველოპმენტი“ ააშენებენ

„ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აუტიზმის ეროვნული ცენტრისთვის დაპირებული კოტეჯის მშენებლობას იწყებს. კომპანია აღნიშნულ პროექტს „ლისი დეველოპმენტთან“ ერთად განახორციელებს. კოტეჯი აუტიზმის ეროვნული ცენტრის - „ფერადი ქალაქის“ შემადგენლობაში იქნება, რომელიც მომსახურებას აუტიზმის სპექტრის მქონე საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს გაუწევს. „ფერადი ქალაქი“ სულ 6 კოტეჯისგან, ერთი სასწავლო კორპუსისა და სოციალური საწარმოებისგან შედგება.

„ჰაიდელბერგცემენტის“ რეალიზაციის და მარკეტინგის დირექტორის, ირაკლი მახარობლიძის თქმით „ფერადი ქალაქი“ 18 წელს ზემოთ ახალგაზრდებს მოემსახურება, რომლებიც სახელმწიფო და კერძო პროგრამების მიღმა რჩებიან. აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდის თანადამფუძნებლისგან, თათია მელაშვილიგან შევიტყვეთ, რომ სრულწლოვან ასაკში აუტიზმის სპექტრით დაავადებულები დახმარების პროგრამებით ვეღარ სარგებლობენ. მშობლები პრობლემის მოგვარებას ფონდის დაფუძნებით და საზოგადოების, სახელმწიფოს და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციების დახმარებით ცდილობენ. მათი ინიციატივით დაიგეგმა „ფერადი ქალაქი-აუტიზმის ეროვნული ცენტრის“ მშენებლობაც, რომელიც საკუთარ სერვისებს სწორედ ამ კატეგორიის ბენეფიციარებს შესთავაზებს. ამ პროექტში ჩართვის სურვილი ჩვენმა კომპანიამ ჯერ კიდევ 2022 წლის შემოდგომაზე გამოთქვა. „თბილისიმარათონი 2022“-ის ბენეფიციარიც სწორედ აუტიზმის ეროვნული ცენტრი გახდა“.

საქველმოქმედო აქციებიდან მობილიზებული თანხებით კომპლექსის 3 კოტეჯი უკვე აშენდა, რომელთაგან ერთ-ერთის მშენებლობა „ლისი დეველოპმენტის“ თანამონაწილეობით 2021 წელს დასრულდა. „ჩვენი კომპანისთვის ეს გახლავთ რიგით მეორე თანამშრომლობა აუტიზმის ეროვნულ ცენტრთან. მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა გამოგვეხატა მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი ინიციატივისთვის და წვლილი შეგვეტანა „ფერადი ქალაქის“ მშენებლობაში“ - განაცხადა ლისი დეველოპმენტის მარკეტინგის დირექტორმა, სალომე კელენჯერიძემ.

ამ ეტაპზე მშენებლობა ორივე კომპანიის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად წარიმართება. აღნიშნული პროექტის ღირებულება 100 000 ლარს შეადგენს. თანხების მობილიზება კი „ჰაიდელბერგცემენტის“ მხრიდან „თბილისიმარათონის“ რეგისტრაციიდან შემოსული სრული თანხით და „ლისი დეველოპმენტის“ მიერ გაღებული ფინანსური რესურსით იქნება შესაძლებელი.

„ჩვენთვის - მშობლებისთვის, ჩვენი შვილებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ეს ცენტრი, ამიტომ განსაკუთრებით დასაფასებელი და მნიშვნელოვანია, საქართველოში მოღვაწე ასეთი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობების კომპანიების მონაწილეობა, როგორებიც არის „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ და „ლისი დეველოპმენტი“. სწორედ ასეთი კომპანიების არსებობა გვაძლევს იმედს, რომ ჩვენი ოცნება განხორციელდება და ჩვენს შვილებს, ქვეყანას ექნება აუტიზმის ეროვნული ცენტრი- „ფერადი ქალაქი“, ჩვენი შვილების მომავლის შანსი“, - აღნიშნა თათია მელაშვილი.

ცნობისთვის „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ და „ლისი დეველოპმენტი“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში არაერთ პროექტს ახორციელებენ - აქტიურად ეწევიან ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას, მაქსიმალურად ცდილობენ ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში ჩართვას და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას.

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით