აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, ელისო ბოლქვაძეს შეხვდა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, საუბარი შეეხო სახელოვნებო განათლების რეფორმის მიმდინარეობასა და რეგიონში ამ მხრივ არსებულ ვითარებას.
მათივე ინფორმაციით, სახელოვნებო განათლების რეფორმის მეორე ეტაპს დაეთმო აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტში გამართული შეხვედრაც, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე უძღვებოდა.
„ყურადღება გამახვილდა საკანონმდებლო კუთხით მხარდაჭერაზე, ასევე იმ პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებიც აჭარის მუნიციპალიტეტებში სახელოვნებო მიმართულების გაძლიერება-ხელშეწყობას ითვალისწინებს.
შეხვედრაზე იმსჯელეს შშმ პირთათვის ინკლუზიური პროგრამების მიმდინარეობაზე, სკოლის გარეთ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელოვნებო განათლების მდგომარეობის მონიტორინგზე. როგორც აღინიშნა, პარლამენტის დარგობრივი კომიტეტი, ამ მიზნით თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნას გეგმავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.