ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა მოწყვლადი კატეგორიის 160 ოჯახს სააღდგომო ნობათი გადასცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ააიპ „სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროს იროდი უგრეხელიძესთან ერთად გადასცა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი სააღდგომო პაკეტების მომზადების პროცესში ტრადიციულად კომპანია ,,სავანეთი“ ჩაერთო. სასურსათო ნობათი ჯამში მოწყვლადი კატეგორიის 160-მა ოჯახმა მიიღო.

„ტრადიციულად, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა „სათნოების სახლისა“ და შინ მოვლის სერვისით მოსარგებლე ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადასცა. ნობათი მოწყვლადი კატეგორიის 160-მა ოჯახმა მიიღო. მსურს, თითოეულ მათგანს, ჩვენს ბოლნისელებს აღდგომის დღესასწაული მივულოცო და მათ ბედნიერება ვუსურვო. ბოლნისის მუნიციპალიტეტს ნათლად აქვს გააზრებული მისი სოციალური პასუხისმგებლობა, ამიტომ ვცდილობთ, მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს, მათ საჭიროებებზე მორგებული პროგრამები შევთავაზოთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.10.2024
კახა ოქრიაშვილი - ზუსტად ვიცი, რომ დმანისში თავისუფალი, ამაყი ხალხი ცხოვრობს, რომელსაც ვერავინ დაიმონებს!