ლევან სამუშია BBC-ის გამოძიებაზე - არავის უდანაშაულობის პრეზუმფციას არ დავარღვევ, მაგრამ, ამ სავარაუდო დანაშაულზე, თუ ასეთი დადასტურდება, ყველამ შესაბამისად უნდა აგოს პასუხი, ვინც არ უნდა იყოს ის

ბრალდებები ძალიან მძიმეა და საუბარია რთულ სავარაუდო დანაშაულზე - ამ ხელისუფლების პირობებში, ჩვენ არ უნდა ველოდოთ ობიექტურ საქმის წარმოებას,- ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის” წევრმა ლევან სამუშიამ განაცხადა.

აღნიშნულით ის BBC-ის მიერ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა, რომლის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია მოხსენიებული.

„ეს გამოძიება აწარმოა მსოფლიოში დიდი რეპუტაციის მქონე მედიასაშუალებამ. ბრალდებები ძალიან მძიმეა და საუბარია რთულ სავარაუდო დანაშაულზე. მე არავის უდანაშაულობის პრეზუმფციას არ დავარღვევ. მაგრამ, ამ სავარაუდო დანაშაულზე, თუ ასეთი დადასტურდება, ყველამ შესაბამისად უნდა აგოს პასუხი, ვინც არ უნდა იყოს ის. ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება.

მასშტაბურ სავარაუდო დანაშაულზეა საუბარი და აქ არ არის ლაპარაკი, რომ საქართველოში უნდა დაიწყოს მხოლოდ გამოძიება, საერთაშორისო დანაშაულზეა საუბარი და ბრიტანეთის საგამოძიებო თუ სასამართლო სისტემის მხრიდან იქნება თუ სხვა საერთაშორისო სტრუქტურებიდან, ეს შესაძლო დანაშაული, დარწმუნებული ვარ სათანადო დონეზე იქნება გამოძიებული.

„შავი ფული“, შავად მოქმედებები, შავი საქმიანობა ჩვენთვის მიუღებელია. „ლელოს“ პრინციპია გამჭვირვალობა და თუ შეიძლება ასე ითქვას, "საქმის თეთრად კეთება". ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია დიდ სინდიკატზე, იმედი გვაქვს ამ სინდიკატის მოქმედებებს შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოჰყვება. თუმცა ჩვენთვის წარმოუდგენელია ამხელა ქსელი მუშაობდეს საქართველოში და ეს არ სცოდნოდა ქართულ სპეცსამსახურებს და ხელისუფლებას. თუ ეს დანაშაული დადასტურდა ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებაც ჩართული იყო სქემაში.

თუმცა, აქვე უნდა ითქვას ცალსახად, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, ჩვენ არ უნდა ველოდოთ ობიექტურ საქმის წარმოებას“,- აღნიშნავს ლევან სამუშია.

ცნობისთვის, BBC-მ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, რომლის სათაურია "მილიარდ დოლარიანი თაღლითები, რომლებიც მოიპარავენ ცხოვრების განმავლობაში შექმნილ დანაზოგს".

სტატიაში, რომელიც ეძღვნება უპირატესად საპენსიო ასაკის ადამიანების დანაზოგის თაღლითური გზით მითვისებას, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად არის მოხსენიებული.

BBC-ის ინფორმაციით, სტატიაზე მუშაობისას მათ დაიწყეს საჯაროდ ხელმისაწვდომი კორპორაციული დოკუმენტების შესწავლა სქემაში ჩართული Milton group-ის კომპანიებს შორის კავშირის დასადგენად. სტატიაში ნათქვამია, რომ ამ პროცესში 5 სახელი გამოიკვეთა - დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი, რომლებიც მითითებულები იყვნენ როგორ Milton-ის სავაჭრო პლატფორმის ან მხარდამჭერი ტექნიკური კომპანიების ხელმძღვანელებად. BBC -მ ამ ადამიანებიდან ოთხს: ჭელიძის, გოგეშვილის, მგელაძისა და ბენიმინის გვარებს „პანამა ფეიფერის“ დოკუმენტებშიც მიაგნო.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს