გორი - კობლიაშვილების უსახლკარო ოჯახი აღდგომას ახალ საცხოვრებელში შეხვდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში კობლიაშვილების უსახლკარო, 7-სულიანი ოჯახი, აღდგომის დღესასწაულს ახალ საცხოვრებელ კოტეჯში შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უსახლკარო და სოციალურად დაუცველ ოჯახს კოტეჯი გორის მერიამ შეუძინა.
“კობლიაშვილებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ მულაროვი ესტუმრნენ.
ოჯახი წლებია გორის მუნიციპალიტეტის ქირავნობის პროგრამით სარგებლობდა, რომლის ფარგლებშიც უწყება მიუსაფარ უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეებს ბინის ქირას უფინანსებს.
გორის მერია, მიმდინარე წელს, საცხოვრებელ კოტეჯით ჯამში ოთხ ოჯახს უზრუნველყოფს. საცხოვრისის შეძენას უწყება მომავალ წლებშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























