პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის კორექტირებულ ვარიანტს მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტის კორექტირებულ ვარიანტს ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა.

ამასთან, კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, კორექტირებული კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე გატანამდე ვენეციის კომისიას განსახილველად კვლავ გაეგზავნება.

კანონპროექტის პირვანდელ ვარიანტში რამდენიმე ცვლილება აისახა.

ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, პირის ოლიგარქად ცნობის საკითხს მთავრობის ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო გადაწყვეტს.

კორექტირებული კანონპროექტის გათვალისწინებით, ანტიკორუფციული ბიურო პირის ოლიგარქად ცნობის პროცედურას იწყებს საკუთარი ინიციატივით, ან მთავრობის წევრის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრის, ეროვნული ბანკის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართვის საფუძველზე.

“ვენეციის კომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ პირის ოლიგარქად მიჩნევის პროცესი პოლიტიზირებული არ უნდა იყოს და მაქსიმალურად უნდა მოხდეს ამ პროცედურის პოლიტიკისაგან დაცვლა. ჩვენ ეს გავითვალისწინეთ - პირის ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილება საქართველოს მთავრობიდან ანტიკორუფციულ ბიუროს გადაეცემა, რომელიც შექმნილია 12- პუნქტიანი გეგმის ფარგლებში. შესაბამისად, საკითხი სრულად დეპოლიტიზირებული იქნება", - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

კიდევ ერთი ცვლილების მიხედვით, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ოლიგარქად ცნობილ პირებს პოლიტიკური პარტიების და ასევე, დემონსტარციების დაფინანსება აღარ აეკრძალებათ. ერთადერთი აკრძალვა, რაც ოლიგარქად ცნობილი პირებისთვის იმოქმედებს, მათი პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობა იქნება.

გარდა ამისა, “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტის კორექტირებული ვარიანტის თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება პირის ოლიგარქად ცნობის ან არცნობის შესახებ სასამართლოს კონტროლს დაექვემდებარება.

პირის მიმართ გადაწყვეტილება ოლიგარქად ცნობის შესახებ ძალაში არ შევა, ვიდრე სამართალწარმოება არ დასრულდება.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი