მარნეულში დედა ენის დღე აღინიშნა

მარნეულის №6 და №1 საჯარო სკოლებში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„სტუმრების წინაშე მოსწავლეები მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ; მოეწყო ხელნაწერი წიგნებისა და დედა ენის თემაზე შესრულებული მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.

ღონისძიებებს მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. №6 საჯარო სკოლაში მდებარე იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და დამსწრე საზოგადოებას სახელმწიფო ენის დღე მიულოცეს.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად მასობრივი გამოსვლა მოაწყო, რითაც საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ აღუდგა წინ. 1990 წელს 14 აპრილი დედა ენის დღედ გამოცხადდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი