ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტმა 2023 წლის საქართველოს ჩემპიონატს მოსწავლე მოკრივეთა შორის უმასპინძლა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის და საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ქალაქ მარნეულში 2023 წლის საქართველოს ჩემპიონატი მოსწავლე მოკრივეთა შორის გაიმართა.

მარნეულის მერიის ინფორმაციით, ტურნირზე მარნეული ათი სპორტსმენით წარმოდგენილი იყო, საიდანაც ექვსმა საპრიზო ადგილის მოპოვება შეძლო. მარნეულელმა სპორტსმენებმა ჯამში სამი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

„მარნეულის კრივის ისტორიაში პირველად, მარნეულელი მოკრივე გოგონა, ნარმინ ბაირამოვა, 46 კგ წონით კატეგორიაში ტურნირის ვიცე ჩემპიონი გახდა. ჩემპიონატში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, 180-მდე მოკრივე.

ჩემპიონატზე გათამაშდა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დამფუძნებლის, სპორტის დამსახურებული მუშაკის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, თენგიზ ნავერიანის სახელობის თასი, რომელიც მსაჯების გადაწყვეტილებით გადაეცა, ტურნირის საუკეთესო ტექნიკურ მოკრივეს, შაკო ბერიძეს.

ჩემპიონატს საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური, ქვემო ქართლის კრივის ფედერაციის პრეზიდენტი და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორი, მამუკა ნავერიანი ესწრებოდნენ.

აღნიშნულ ტურნირზე დაკომპლექტდება საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდი, რომელიც შემდგომ მონაწილეობას მიიღებს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც მიმდინარე წელს სლოვენიაში გაიმართება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს