აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, საქველმოქმედო ორგანიზაციის ,,იალქანი” ბავშვებს მთავრობის სახლში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაიმართა თოჯინების სპექტაკლის ჩვენებაც, ასევე ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ.
„მიუსაფარ ბავშვთა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 2011 წლიდან აღინიშნება. ამ დღის მიზანია მიუსაფარ ბავშვთა უფლებების დაცვა და ბავშვთა რეაბილიტაცია, მათთვის უსაფრთხო სამედიცინო და საგანმანათლებლო გარემოს შექმნა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.