ავიაკომპანია Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს

Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს. მას შემდეგ, ჩვენ 4 მილიონზე მეტი ადამიანი დავაკავშირეთ ევროპას და რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიყავით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მხარდამჭერი.

გვინდა ბოდიში მოვიხადოთ აპრილ-მაისის საბორტო ჟურნალში გაპარული სამწუხარო შეცდომის გამო და გითხრათ რომ ჟურნალის ონლაინ ვერსიაში შეცდომა უკვე გასწორებულია - https://lxm-group.aflip.in/Wizz_Europe_April_May-2023_full%20mag.html#page/58.

მიმდინარეობს მუშაობა ბეჭდურ ვერსიაში ცვლილებების განსახორციელებლად.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ს არ აქვს შეხება ჟურნალის შინაარსობრივ ნაწილთან, მასზე მუშაობს დამოუკიდებელი სარედაქციო და საგამომცემლო ჯგუფი, თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.

კიდევ ერთხელ გვსურს მოვიხადოთ ბოდიში მომხდარის გამო და აღვნიშნავთ, რომ მუდამ ვრჩებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერებად.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს