ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მოსახლეობას ტრადიციულად ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრიდან მიულოცა და მათ ბედნიერება უსურვა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა აღავლინა, რომელსაც ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი მრევლთან ერთად დაესწრნენ.
,,ქრისტე აღდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! საუკუნეების წინ, უფალი ადამიანთა ცოდვების მისატევებლად განკაცდა, ჯვარს ეცვა და დიდებით აღდგა. ქრისტეს აღდგომამ კაცობრიობას ახალი ღირებულებები: ჰუმანიზმი, უანგარო სიყვარული შესძინა და სამყარო უკეთესობისკენ შეცვალა.
გილოცავთ აღდგომას, თითოეული თქვენგანის ოჯახში ამ დღესასწაულს ბედნიერება და სიხარული მოეტანოს. საქართველოსა და მთელს მსოფლიოს მშვიდობას, ერთიანობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ“, - განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.