ლევან ხაბეიშვილი - დავით კეზერაშვილი საკუთარ თავს მიხედავს

„ნაციონალური მოძრობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თუ თავდაცვის ყოფილ მინისტრ, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით რაიმე გამოძიება იარსებებs, მას პასუხი აუცილებლად გაეცემა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დავით კეზერაშვილი საკუთარ „თავს მიხედავს“.

„დავით კეზერაშვილი საკუთარ თავს მიხედავს, მითუმეტეს თუ საზღვარგარეთ გამოძიება იწარმოებს, ეჭვი მაქვს, რომ ყველაფერს პასუხი გაეცემა. ჩვენ მივხედოთ ევროკავშირის რეზოლუციებს, რომ წერია რუსი ოლიგარქია ბიძინა ივანიშვილი და ჩვენს ევროპულ პერსპექტივას საფრთხეს უქმნისო. ამ პრობლემებს მივხედოთ - მოსამართლეები რომ დასანქცირებული არიან, რუსეთში რომ მიგვათრევს ბიძინა ივანიშვილი, ეს არის დღეს უმნიშვნელოვანესი. დარწმუნებული ვარ, თუ იარსებებს იდეაში რაიმე გამოძიება, რომელიც ამ დრომდე არ არსებობს, პასუხი გაეცემა. ამიტომ, დავით კეზერაშვილი მის თავს მიხედავს, უბრალოდ, საქართველოში დღეს რომ ეკონომიკური სიდუხჭირეა, რუსეთში რომ მიგვათრევენ, სტატუსს რომ საფრთხე ემუქრება, ამის განმსაზღვრელი ვერ არის. ეს შეიძლება სამთავრობო მედიას გინდოდეთ. ცხადია, უმნიშვნელოვანესია ის სიუჟეტი და დარწმუნებული ვარ, თუ რომელიმე ქვეყანაში რაიმე საქმის წარმოება დაიწყება, კეზერაშვილი ამას ყველაფერს პასუხს გასცემს. ასევე მინდა შევახსენო საზოგადოებას, იმ სქემაში ნახსენები ადამიანები, საქართველოში დღეს არიან „ქართული ოცნების“ ბიზნეს მოკავშირეები, სამეწარმეო საქმიანობასაც ეწევიან და საქართველოშიც გადაადგილდებიან აბსოლუტურად თავისუფლად, ყოველგვარი პრობლემის გარეშე“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

რაც შეეხება დავით კეზერაშვილის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ სავარაუდო დაფინანსებაზე, კეზერაშვილმა უპასუხა, რომ პარტიის დაფინანსება სრულიად გამჭვირვალეა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, რად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იხილოს. დანარჩენი სპეკულაციები და ზღაპრები, არ მაინტერესებს“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.

გარდა ამისა, მან თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადება გააკრიტიკა, რომ დავით კეზერაშვილის პერიოდში მილიონობით ლარი გაიფლანგა:

ჯუანშერ ბურჭულაძე არის ბიძინა ივანიშვილის ბანკის პლასტიკური ბარათების დამმზადებელი და მას რომ საქართველოს თავდაცვა, უსაფრთხოება, აბარია, ეს არის ოლიგარქიული მმართველობა. ეს არის გამოძიების საგანი, როგორ მოხდა პლასტიკური ბარათების დამმზადებელი კაცი პირდაპირ თავდაცვის მინისტრი. როცა ოლიგარქიულ, რუსულ მმართველობაზე ვსაუბრობთ, ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორია ოლიგარქიული მმართველობა“, -განაცხადა ხაბეიშვილმა.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ