მინისტრის მოადგილე - 30-მდე ქართველია ახლა სუდანში - ინტენსიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან, რომ ჰუმანიტარული კორიდორი გაკეთდეს, რათა დროულად გამოვიყვანოთ და უსაფრთხოდ დავაბრუნოთ სამშობლოში

ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ ჰუმანიტარული კორიდორი გაკეთდეს, ან რამენაირად მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქალაქეები დროულად გამოვიყვანოთ იქიდან და უსაფრთხოდ დავაბრუნოთ საქართველოში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის სუდანში 30-მდე საქართველოს მოქალაქე იმყოფება.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ჯერჯერობით მოლაპარაკებების წარმოება ვერ ხერხდება, რადგან შეტაკებები ისევ გრძელდება.

„ჩვენ კონტაქტზე ვართ ქართველებთან. დაახლოებით 30-მდე ქართველია ახლა იქ. როგორც ყველა სხვა ქვეყანამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, ასევე ჩვენც ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს,, რომ თავი შეიკავონ გარეთ გამოსვლისგან და გადაადგილებისგან. ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ ჰუმანიტარული კორიდორი გაკეთდეს, ან რამენაირად მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქალაქეები დროულად გამოვიყვანოთ იქიდან და უსაფრთხოდ დავაბრუნოთ საქართველოში. ჩვენ კონტაქტზე ვართ გაეროს ოფისთანაც და ჩვენ პარტნიორებთან ვართ მჭიდრო კონტაქტზე. სამწუხაროდ, ამ ეტაპამდე არ გაჩერებულა სროლები და შეტაკებები, რომ რომელიმე მხარემ აიღოს კონტროლის ქვეშ სიტუაცია და იმ მხარესთან მოხდეს შემდეგ დალაპარაკება. ველოდებით დამშვიდდეს, ჩაწყნარდეს, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა, ორივე მხარეს დაველაპარაკოთ. ჯერჯერობით არ გველაპარაკებიან იმის გამო, რომ შეტაკებებში არიან ჩართულები. ქართველები ყველა უსაფრთხოდ არიან, არავის არაფერი არ სჭირს, ჯანმრთელად არიან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ სუდანში, არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ (RSF) შორის დაპირისპირება გრძელდება. ექიმების ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 1100-ს აღწევს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს