ბორჯომის მერია - რუსთაველის ქუჩის N85, N91 და N93 -ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო

ბორჯომის მერია - რუსთაველის ქუჩის N85, N91 და N93 -ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის N85, N91 და N93 -ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი, შეიცვლება სახურავი, აივანი და კარ-ფანჯარა, მოეწყობა დეკორატიული ელემენტები.

ბორჯომის მერიაში აცხადებენ, რომ საკურორტო ქალაქის იერსახის გალამაზება, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მომავალშიც იგეგმება.

ფასადების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 2020-2022 წლებში ჯამში, 11 მრავალბინიან საცხოვრებელ სახლის ფასადის რეაბილიტაცია განხორციელდა.