რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, ოთხი ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, 9 ძმა ხერხეულიძის, ლერმონტოვის, გურამიშვილის და შევჩენკოს ქუჩებზე, გზის საფარისა და ტროტუარების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაცაის რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების წევრებთან და ,,რუსთავის წყლის" წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრის ფორმატში გაეცნო.

,,რუსთავში ოთხი მნიშვნელოვანი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. იმის გარდა, რომ წყლის მილები და ყველა მიწისქვეშა კომუნიკაცია გამოიცვალა, აუცილებელი იყო მიწისზედა სამუშაოების შესრულებაც. პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება გზის საფარი, მოეწყობა ტროტუარები, მწვანე სივრცეები, გარე განათების ქსელი და სანიაღვრე სისტემა. ძალიან მალე, ეს ქუჩები განახლებული და გალამაზებული იქნება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიის ცნობით, გზის საფარის აღდგენამდე, სრულად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები. სამუშაოების ღირებულება 3 698 976 ლარს შეადგენს.

,,ქალაქ რუსთავში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

დღეს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიმდინარეობას, რუსთავის მერთან ერთად ადგილზე გავეცანით. სამუშაოები ოთხ ქუჩაზე მიმდინარეობს, პროექტი მოიცავს ასევე მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულ რეაბილიტაციას“, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.

9 ძმა ხერხეულიძის, ლერმონტოვის, გურამიშვილის და შევჩენკოს ქუჩებზე ამ ეტაპზე, წყალარინების ქსელის განახლების სამუშაოებს კომპანია ,,რუსთავის წყალი" აწარმოებს. გასულ წელს სრულად შეიცვალა სასმელი წყლის სისტემა. კომპანია ,,რუსთავის წყალმა“ წყალსადენისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციაზე, აღნიშნულ ქუჩებზე ჯამში 830 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

,,9 ძმა ხერხეულიძის, შევჩენკოს, ლერმონტოვისა და გურამიშვილის ქუჩების გარკვეულ მონაკვეთებზე საგზაო სამუშაოების დაწყებისას საკანალიზაციო ჭებზე პრობლემები გამოიკვეთა. ჩვენ მოვიკვლიეთ ეს უბნები და სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ, საერთო ჯამში აღნიშნულ ქუჩებზე 60 ერთეული ჭა შეიცვლება, ასევე გამოიცვლება ავარიული საკანალიზაციო სისტემის მონაკვეთები“, - განაცხადა კომპანია ,,რუსთავის წყლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე თემურ ჯანელიძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი