ლადო გუდიაშვილის მოედანი ძველ თბილისში მდებარე, ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და მიმზიდველი არეალია, რომელიც თავისი უნიკალური თბილისური არქიტექტურითა და ისტორიული წარსულით, გამუდმებით ყურადღების ცენტრშია. მოედნის რეაბილიტაციის პროექტი გასულ წელს დასრულდა, 2022 წელს კი მისი კრიტიკული ნაწილის დეველოპმენტ კონცეფცია შემუშავდა და თითოეული შენობის ფუნქციური შესაძლებლობები გამოვლინდა. კონცეფციაზე უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Colliers-მა იმუშავა, დღეს კი გუდიაშვილის მოედანი ახალ მოიჯარეებს ელის.
დეველოპმენტ კონცეფცია გუდიაშვილის მოედანზე მდებარე 4 ძირითადი შენობისთვის შეიქმნა, რომელთაგან სამი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მოედნის საერთო განწყობას ქმნის. კონცეფცია გააერთიანებს საკვები ობიექტების ფართო სპექტრს, ისევე როგორც მაღალი კლასის საცხოვრებლებსა და ოფისებს.
პირველივე შენობა, რომელიც მოედნის მისაღები ზონის ფუნქციას ასრულებს, ისტორიულად ყველაზე მნიშვნელოვანი - “ცისფერი სახლის” სახელით ცნობილი ყოფილი ლიტერატურული რედაქციაა. შენობას ვიზუალურად გამოარჩევს ხის ძველებური აივნები და უნიკალური ვიტრაჟები.
ისტორიული შენობები, რომლებიც თბილისური სახლებისთვის დამახასიათებელ მყუდრო ეზოებს, შუშაბანდებსა და ძველებურ ხვეულ კიბეს აერთიანებს, იდეალურია ნიშური რესტორნებისთვის, ხოლო ძველი ქართული აგურით ნაშენები სარდაფები ღვინის ბარებისა და მაღაზიების მოწყობის შესაძლებლობას აჩენს.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ერთად, გუდიაშვილის მოედანზე ვხვდებით ახალ შენობასაც, რომელიც თანამედროვე არქიტექტურით გამორჩევა. შენობის მთავარი ხიბლი მის ბოლო სართულზე განთავსებული ტერასაა, რომელიც თბილისს ყველა მიმართულებით გადაყურებს და მთაწმინდის, ძველი თბილისისა და რიყის პანორამულ ხედებს აერთიანებს.
შემუშავებული კონცეფციის განხორციელების შემდეგ, ქალაქში გაჩნდება ახალი კვების ობიექტების კლასტერი, რაც გუდიაშვილის მოედანს მიზიდულობის ცენტრად და აქტიურ თავშეყრის ადგილად აქცევს. გუდიაშვილის პროექტში წარმოდგენილ ვაკანტურ შენობებს ექსკლუზიურად კომპანია კოლიერსი წარმოადგენს, ფართების გაქირავება კი უკვე დაწყებულია.
gudiashvili.colliers.ge | +995 551 00 39 81 / +995 577 30 33 34 | gudiashvili@colliers.ge
(R)