თერჯოლაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შვილმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა.
როგორც „ინეტრპერსნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.