ლევან ბეჟაშვილის აზრით, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის გატანას „ქართული ოცნება“ დღესაც პროცედურული ხრიკებით არ დაუშვებს

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ლევან ბეჟაშვილი ფიქრობს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის გატანას „ქართული ოცნება“ დღესაც პროცედურული ხრიკებით არ დაუშვებს.

როგორც ბეჟაშვილი განმარტავს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აღნიშნული კომისიის შექმნა არ დაუშვას.

„დღესაც, საპარლამენტო ოპოზიცია 50 წევრის შემადგენლობით, მზადაა მხარი დაუჭიროს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს და ეს ხმების საკმარისი რაოდენობაა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ განაცხადს, რომ ისინი ცდილობენ პოლიტიკური მფარველობა განახორციელონ სასამართლო „კლანზე“ და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ არ დაუშვან საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. მათ შორის, მიდიან ისეთ რეპუტაციულ ზიანზე, რომელიც გუშინ განიცადეს, როცა საპარლამენტო ისტორიაში პირველად, უმრავლესობა პროცედურულ ომს უწყობდა საპარლამენტო ოპოზიციას, დღესაც პროცედურული ხრიკებით ისინი ცდილობენ ამ საკითხის გატანა არ დაუშვან“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც საგამოძიებო კომისიის შექმნას ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებითაც ითვალისწინებს, ბეჟაშვილი პასუხობს, რომ ის „ნებისმიერი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დაუჭერს მხარს, რომელიც ხელისუფლების დანაშაულებრივ სქემებს გამოავლენს“.

„ქოლცენტრების“ თემა მძიმე დანაშაულია, რომელიც საქართველოში წარმოუდგენელია განხორციელდეს და აეწყოს ხელისუფლების მფარველობის და მონაწილეობის გარეშე. არაერთი მედიამტკიცებულება გავრცელებულა ბოლო პერიოდში, სადაც პირდაპირ სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელები, მათ შორის, დეპუტატები, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია ფინანსდებოდა „ქოლცენტრებიდან“ შემოსული შემოსავლებით. ამის მტკიცებულება არსებობს, ამიტომ ნებისმიერი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, მათ შორის პარლამენტში მხარს დავუჭერ, რომელიც გამოავლენს ხელისუფლების დანაშაულებრივ, მფარველობის სქემებს. კეზერაშვილთან დაკავშირებით BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აუცილებლად მოხვდება საერთაშორისო სამართლებრივი ინსტიტუციების მხედველობის ქვეშ, მათ შორის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების. დარწმუნებული ვარ, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, მაგრამ ჩვენი რეალობიდან გამომდინარე ვიცით, რომ საქართველოში ნებისმიერი ბიზნესის წარმოება, ჯიხურიც რომ გახსნა, „ქართული ოცნების“ კონტროლის გარეშე არ ხდება, ეს ბიზნესმენებმა და საზოგადოებამ ძალიან კარგად იციან. როცა საქართველოში ამ კრიმინალურ სქემაზეა საუბარი, პირდაპირ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული სისტემაა“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ლევან ბეჟაშვილის აზრით, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის გატანას „ქართული ოცნება“ დღესაც პროცედურული ხრიკებით არ დაუშვებს

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ლევან ბეჟაშვილი ფიქრობს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის გატანას „ქართული ოცნება“ დღესაც პროცედურული ხრიკებით არ დაუშვებს.

როგორც ბეჟაშვილი განმარტავს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აღნიშნული კომისიის შექმნა არ დაუშვას.

„დღესაც, საპარლამენტო ოპოზიცია 50 წევრის შემადგენლობით, მზადაა მხარი დაუჭიროს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს და ეს ხმების საკმარისი რაოდენობაა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ განაცხადს, რომ ისინი ცდილობენ პოლიტიკური მფარველობა განახორციელონ სასამართლო „კლანზე“ და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ არ დაუშვან საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. მათ შორის, მიდიან ისეთ რეპუტაციულ ზიანზე, რომელიც გუშინ განიცადეს, როცა საპარლამენტო ისტორიაში პირველად, უმრავლესობა პროცედურულ ომს უწყობდა საპარლამენტო ოპოზიციას, დღესაც პროცედურული ხრიკებით ისინი ცდილობენ ამ საკითხის გატანა არ დაუშვან“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც საგამოძიებო კომისიის შექმნას ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებითაც ითვალისწინებს, ბეჟაშვილი პასუხობს, რომ ის „ნებისმიერი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დაუჭერს მხარს, რომელიც ხელისუფლების დანაშაულებრივ სქემებს გამოავლენს“.

„ქოლცენტრების“ თემა მძიმე დანაშაულია, რომელიც საქართველოში წარმოუდგენელია განხორციელდეს და აეწყოს ხელისუფლების მფარველობის და მონაწილეობის გარეშე. არაერთი მედიამტკიცებულება გავრცელებულა ბოლო პერიოდში, სადაც პირდაპირ სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელები, მათ შორის, დეპუტატები, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია ფინანსდებოდა „ქოლცენტრებიდან“ შემოსული შემოსავლებით. ამის მტკიცებულება არსებობს, ამიტომ ნებისმიერი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, მათ შორის პარლამენტში მხარს დავუჭერ, რომელიც გამოავლენს ხელისუფლების დანაშაულებრივ, მფარველობის სქემებს. კეზერაშვილთან დაკავშირებით BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აუცილებლად მოხვდება საერთაშორისო სამართლებრივი ინსტიტუციების მხედველობის ქვეშ, მათ შორის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების. დარწმუნებული ვარ, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, მაგრამ ჩვენი რეალობიდან გამომდინარე ვიცით, რომ საქართველოში ნებისმიერი ბიზნესის წარმოება, ჯიხურიც რომ გახსნა, „ქართული ოცნების“ კონტროლის გარეშე არ ხდება, ეს ბიზნესმენებმა და საზოგადოებამ ძალიან კარგად იციან. როცა საქართველოში ამ კრიმინალურ სქემაზეა საუბარი, პირდაპირ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული სისტემაა“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია