თელავის მუნიციპალიტეტს, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ, ქაღალდისა და მუყაოს სეპარირების საპილოტე პროექტისთვის ნარჩენების შესაგროვებელი ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა

თელავის მუნიციპალიტეტს, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ, ქაღალდისა და მუყაოს სეპარირების საპილოტე პროექტისთვის ნარჩენების შესაგროვებელი ტექნიკური აღჭურვილობა, კერძოდ - 83 ერთეული 1,100 ლიტრიანი ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერი და 1 ერთეული 7 მ3 კუბიანი მანქანა, ასევე 1 ერთეული საპრესი დანადგარი და 1 ერთეული მექანიკური დამტვირთველი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.

„ქაღალდის/მუყაოს სეპარირების საპილოტე პროექტი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში განხორციელდება. იგი მიზნად ისახავს ქაღალდის/მუყაოს სეპარირებულ შეგროვებას თელავში - წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში განთავსებულ ლურჯი ფერის 1,100 ლიტრიანი კონტეინერების საშუალებით, რომლის შესახებაც მომზადდება საპილოტე ტერიტორიების რუკა.

შეგროვებული ნარჩენების ტრანსპორტირება განხორციელდება სპეციალურ საწყობში შესაბამისი ნარჩენების შესაგროვებელი მანქანით, სადაც მოხდება მათი დაპრესვა და მომზადება სარეალიზაციოდ. ქაღალდის და მუყაოს სეპარირების საპილოტე პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ნარჩენების სეპარირებულად შეგროვების პრაქტიკის დანერგვას. საპილოტე პროექტი “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II” (ISWM II) შემადგენელი ნაწილია და ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის ფედერალური მთავრობის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW)ფინანსური მხარდაჭერით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა