დავით გაბაიძე - წაბლანას ტრაგედიიდან 34 წელი გვაშორებს

დავით გაბაიძე - წაბლანას ტრაგედიიდან 34 წელი გვაშორებს

როგორც ამ ხეობის შვილმა, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც დღემდე მოიტანა 19 აპრილს, წაბლანაში მეწყერში დაღუპულთა ხსოვნა და აცოცხლებს მათ სახელებს, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წაბლანას ტრაგედიიდან 34-ე წლისთავზე, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან აღნიშნა.

როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ტრაგედიის დღეს აქ ტრადიციულად შეიკრიბნენ: აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში, ფრიდონ ფუტკარაძე, აღმასრულებელი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, დაღუპულთა ნათესავები, ახლობლები, ხეობის მცხოვრებლები და სტუმრები.

„შეკრებილებმა 34 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილებს, ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს მემორიალი. 1989 წლის 19 აპრილს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათგან ყველაზე უმცროსი 1 წლის იყო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.