მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოს და USAID-ს შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ და USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა კევინ მაკლოკლინმა მიიღეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის კენან ომაროვის განცხადებით, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს.
„დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასა და USAID-ს შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, ურთიერთგაგების მემორანდუმი გავაფორმეთ.
მოხარული ვარ, რომ USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამაში მარნეული ერთ-ერთია საქართველოში შერჩეულ 11 მუნიციპალიტეტს შორის.
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რათა იმუშაონ სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან საქართველოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიზნების მისაღწევად.
დარწმუნებული ვარ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება!", - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა.
მერიის ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტი საქართველოს 11 მუნიციპალიტეტს შორისაა, რომელიც მომავალი 5 წლის განმავლობაში USAID-ის საგრანტო, ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობებს და ღონისძიებებს განახორციელებს.
„USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რათა იმუშაონ სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან საქართველოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიზნების მისაღწევად.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ურთიერთგაგების მემორანდუმი, ასევე ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებთან გაფორმდა.
პროგრამის სრული ბიუჯეტი 21 მილიონი დოლარია და Tetra Tech ARD ახორციელებს.
ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, USAID საქართველოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის ოფისის უფროსი მრჩეველი დემოკრატიისა და მმართველობის საკითხებში კორინ როტბლუმი, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.