სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ნინო ვიბლიანი და დავით კუხალეიშვილი
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში კორპუსის აივნის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნენ.
ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები პაციენტის მკურნალ ექიმს და საავადმყოფოს კლინიკურ დირექტორს შეხვდნენ და დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია მიიღეს.
მკურნალი ექიმის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის დაშავებული ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განაგრძობს.