გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში კაცმა ძმა დაჭრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.