ეკა ბესელია - ჩანს ღია ალიანსი მმართველ პარტიასა და  სასამართლოს შორის - საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს სასამართლოს გათავისუფლება მოსამართლეებისგან, რომლებიც რეპუტაციულად არიან დაზიანებული

როდესაც უმრავლესობა ამბობს, რეგისტრაციას არ გავივლით, კენჭისყრას ჩავაგდებთ და კომისიის შექმნის უფლებას არ მოგცემთ, ეს „კლანთან“ ალიანსის პირდაპირი მტკიცებულებაა, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ეკა ბესელიას თქმით, ხელისუფლების დამოკიდებულება საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით მაგალითია იმისა, როგორ შეეზარდა ხელისუფლების სხვადასხვა შტო ერთმანეთს.

„დღეს თვალს ვადევნებთ როგორ გარბის პარლამენტის დარბაზიდან უმრავლესობა იმის ნაცვლად, რომ თვალი გაუსწორონ ღია კითხვებს. იმის ნაცვლად, რომ თქვას, პრობლემაა სასამართლოში? - მოდით დავსვათ კითხვები, ვუპასუხოთ და გავერკვიოთ, რათა მთლიანად სისტემა არ დადგეს ნდობის თვალსაზრისით დარტყმის ქვეშ. ამის ნაცვლად ვხედავთ, როგორ გარბიან დარბაზიდან. ეს არის პირველ რიგში შიში იმისა, რომ ღიად გაჩნდება ყველა ის მძიმე თემა, რომელიც უკავშირდება კლანურ მმართველობას. მათ შორის ახლაც ჩანს ღია ალიანსი, ღია კავშირი მმართველ პარტიასა და სასამართლოს შორის. მათი დამოკიდებულება, ერთმანეთს როგორ გადაეფარნენ, როგორ იცავენ, ყველაზე ცუდი მაგალითია იმისა, როგორ შეეზარდა ხელისუფლების სხვადასხვა შტო ერთმანეთს. სამივე შტო დღეს არის ერთი პოლიტიკური ქოლგის ქვეშ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას თქმით, საზოგადოებამ კორუფციაში მხილებული მოსამართლეებისგან სასამართლოს გათავისუფლება უნდა მოითხოვოს, რადგან ისინი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ბარიერს წარმოადგენენ.

„გამოსავალია ხალხმა და საზოგადოებამ მოითხოვოს, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს თავისი ვალდებულება. მარტის დღეებში საზოგადოების ძალიან აქტიურმა ნაწილმა ხელისუფლება აიძულა უკან წაეღო საშიში რუსული კანონპროექტი. აი, ზუსტად ახლა ასეთი მოთხოვნა უნდა დადგეს საზოგადოების მხრიდან და ჩვენი ძალისხმევა აქეთკენ უნდა მივმართოთ, რომ ეს კომისია შეიქმნას, ეს მოსამართლეები სისტემიდან უნდა წავიდნენ, ვისზეც არის ბრალდება კორუფციული სქემების და მასში მონაწილეობის. დატოვონ თანამდებობები იმიტომ, რომ გაამრუდებენ მთლიანად სასამართლო სისტემას მათი იქ ყოფნით და ეს შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ძალისხმევით მოხდეს. ახლა უნდა მოხდეს ის, რაც მოხდა იმ ცუდი კანონის შემთხვევაში, საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს სასამართლოს გათავისუფლება იმ მოსამართლეებისგან, რომლებიც რეპუტაციულად არიან დაზიანებული და რომლებიც საფრთხეს უქმნიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ეს ადამიანები არიან ბარიერი ამ გზაზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ