ტერაბანკი, Visa-სთან პარტნიორობის ფარგლებში, აანონსებს Visa B2B connect-ის პლატფორმის დანერგვას და სულ მალე ბიზნესკლიენტებს ყველაზე სწრაფ, მოქნილ და უსაფრთხო საერთაშორისო ანგარიშსწორების სერვისს შესთავაზებს. ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა ტერაბანკისთვის, ვინაიდან ის არის პირველი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც Visa-ს უახლეს პლატფორმას Visa B2B Connect-ს გამოიყენებს. აღნიშნული სერვისი, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ტერაბანკის ერთგულებას ინოვაციებისადმი და უზრუნველყოფს უმაღლესი დონის მომსახურებას მცირე, საშუალო და მსხვილი კორპორატიული კლიენტებისთვის.
“ჩვენი მიზანია, რომ ტერაბანკის კლიენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ისარგებლონ უახლესი, გამჭირვალე და ყველაზე ინოვაციური სევრისებით. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ რომ Visa B2B Connect-ის პლატფორმაში გაწევრიანება ხელს შეუწყობს საქართველოს ბიზნეს სექტორის გაძლიერებას და ჯანსაღი ფინანსური ეკოსისტემის ჩამოყალიბებას კორპორატიული კლიენტებისთვის. ტერაბანკის გაწევრიანება B2B Connect-ის პლატფორმაში, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მისწრაფებებს ციფრული ინოვაციების მიმართულებით და უცხოური ბიზნესების დაინტერესებასა და პარტნიორობის შესაძლებლობას საქართველოში.“ - აცხადებს ტერაბანკის გენერალური დირექტორი თეა ლორთქიფანიძე.
Visa B2B Connect არის ყველაზე ინოვაციური, არა საბარათე, ბანკიდან ბანკში შეტყობინებებისა და ანგარიშსწორების სერვისი, რომელიც შემუშავებულია ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რათა მათ კლიენტებს საშუალება მიეცეთ განახორციელონ და მიიღონ საერთაშორისო გადახდები მსოფლიოს 107 ქვეყანაში. ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, Visa B2B Connect არის ყველაზე სწრაფი ანგარიშწორების სერვისი, ვინაიდან ასახავს ტრანზაქციებს 24-დან 48 სთ-ის მონაკვეთში, მიმღები ქვეყნიდან გამომდინარე. აღნიშნული სერვისი წარმოადგენს უპირობო კონკურენტულ სარგებელს ყველა კლიენტისთვის, ვინაიდან სერვისის მიღება შესაძლებელი იქნება როგოც დისტანციურად, ტერაბანკის მობილური აპლიკაციის საშუალებით, ასევე ტერაბანკის ფილიალებში.
„ჩვენი გუნდი მოხარულია დანერგოს Visa B2B Connect საქართველოში ტერაბანკთან პარტნიორობით, რათა ხელი შეუწყოს უნაღდო ოპერაციებს საქართველოდან მსოფლიოს მრავალ ბაზარზე. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში კიდევ ერთი ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვით, ჩვენ ვზრდით ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების და მათი კორპორატიული კლიენტების ეფექტურობას და მხარს დავუჭერთ ბიზნესებსა და მცირე და საშუალო მეწარმეობას, რათა ისარგებლონ Visa B2B Connect-ის პლატფორმით და მისი უპირატესობებით. Visa-ს სჯერა, რომ ბანკებისთვის, როგორც სანდო პარტნიორებისთვის სერვისების ეფექტურობის გაზრდით, ჩვენ ვავითარებთ ციფრულ გადახდებს და ელექტრონულ კომერციას ადგილობრივ და გლობალურ დონეზე“, - განაცხადა დიანა კიღურაძემ, ვიზას რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
Visa B2B Connect-ის CEMEA-ს რეგიონის ხელმძღვანელმა, ვიშალ ვირმანმა აღნიშნა, რომ: „Visa B2B Connect პლატფორმა შექმნილია იმისათვის, რომ საერთაშორისო გადახდები უფრო ადვილი, სწრაფი, უსაფრთხო და ეფექტური გახადოს. ტერაბანკის მონაწილეობა Visa B2B Connect-ში გაზრდის როგორც ბანკის მომხმარებლების, ასევე საქართველოს საერთაშორისო გადახდების შესაძლებლობებს“.
Visa B2B Connect-ის შესახებ
Visa B2B Connect არის ინოვაციური არა-ბარათზე დაფუძნებული მულტილატერალური პლატფორმა, რომელიც ახორციელებს B2B საერთაშორისო გადახდებს, ფინანსური ინსტიტუტებისთვის და მათი კორპორატიული კლიენტებისთვის პროგნოზირებადი, უსაფრთხო და ეფექტური გზით. Visa B2B Connect-ი ერთის ბევრთან დაკავშირების პრინციპით, ეხმარება შუამავალი გადარიცხვების რაოდენობის შემცირებაში, რომლებიც საჭიროა გადახდის დასამუშავებლად. ეს უფრო ხარჯთეფექტური ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას იძლევა და უზრუნველყოფს როგორც კორპორატიული საფინანსო ინსტიტუტებისთვის, ასევე მათი კლიენტებისთვის თითოეულ ტრანზაქციასთან დაკავშირებული საკომისიო გადასახადის გამჭვირვალობას, რაც ეხმარება კომპანიებს თავიანთი ფულადი ნაკადების მართვაში. Visa B2B Connect პლატფორმა ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას გადახდების განსახორციელებლად ქსელის გარეთ არსებულ ბანკებში.
Visa B2B Connect-ის შესახებ ინფორმაციას, თუ როგორ ისარგებლოთ პლატფორმით, გთხოვთ ეწვიოთ: www.visa.com/visab2bconnect
Visa-ს შესახებ
Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge
ტერაბანკის შესახებ:
ტერაბანკი 1999 წლიდან ქართულ საფინანსო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს. მისი მისიაა, გამორჩეული და ინდივიდუალური მომსახურებით ხელი შეუწყოს მეწარმეებს, მათთან დასაქმებულ ადამიანებსა და მათ მომხმარებლებს ბიზნესისა და პირადი ფინანსური ამოცანების გადაჭრაში.
(R)