ვახტანგ ძაბირაძე - ვფიქრობ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ორივე მხარის, როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ახალი ნაცმოძრაობის“ მიმართულებით მიდის შეტევა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, მმართველმა გუნდმა მოსამართლეების სოლიდარობის ნიშნად პარლამენტში რეგისტრაცია მეორეჯერაც არ გაიარა. კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა მეორეჯერაც ვერ შედგა.

როგორც ჩანს, მმართველი გუნდი რეგისტრაციის არგავლისა და პროცედურული ხრიკების გამოყენებით გააგრძელებს მუშაობას, ვიდრე ამ თემაზე საკითხის ტორპედირება ოპოზიცია არ მოსწყინდება და თავად იტყვის უარს სასამართლოსთან დაკავშირებით კომისიის შექმნაზე.

თქვენი დაკვირვებით ამ საკითხზე ასეთი ქცევით სავარაუდოდ, რა უთხრა ხელისუფლებამ პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებას?

- ის, რომ მმართველი გუნდი არც მეორეჯერ არ დაუჭერდა მხარს სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას, ცნობილი იყო. ამ თემაზე „ოცნების“ ლიდერებმა გააკეთეს განცხადებები. ისინი თვლიან, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებით არსებული პრეტენზიები არის მოგონილი და ოპოზიციის ავანტიურა და ამიტომ მმართველი გუნდი დაიცავს სასამართლოს.

სასამართლოს რომ იცავენ ეს კარგია, ოღონდ საქმე იმასაა, თუ როგორ სასამართლოს იცავენ? ფაქტია, რომ სახელისუფლებო გუნდი იცავს იმ სასამართლოს, რომელიც მათ წინა ხელისუფლებიდან მემკვიდრეობით მიიღეს. ის არგუმენტი, რომ ეს მოსამართლეები „ნაცმოძრაობის“ დროს „ცუდები“ იყვნენ, მაგრამ „ახლა კარგები არიან,“ ეს არგუმენტი, რა თქმა უნდა, არგუმენტი არ არის.

სახელისუფლებო გუნდი იცავს იმ სასამართლოს, რომელიც მათ წინა ხელისუფლებიდან მემკვიდრეობით მიიღეს. ის არგუმენტი, რომ ეს მოსამართლეები „ნაცმოძრაობის“ დროს „ცუდები“ იყვნენ, მაგრამ „ახლა კარგები არიან,“ ეს არგუმენტი, რა თქმა უნდა, არგუმენტი არ არის

დღევანდელი მოსამართლეები „კარგები“ არიან მანამ, სანამ ხელისუფლებას არ მოუნდება ისეთ საქმეებზე მათი გამოყენება, რომელიც მათ ინტერესში იქნება. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ასეთი საქმე შეიძლება იყოს მაგალითად, ისეთი საქმე, როგორიც წინა ხელისუფლების დროს გვირგვლიანის საქმე იყო და იგი რაღაც ფორმით არ განმეორდება, ან საარჩევნო კამპანია იქნება, ან არჩევნების შედეგებზე იქნება საუბარი და ასე შემდეგ.

ხელისუფლებას როდესაც დასჭირდება, ყოველთვის ექნება იმის გარანტია, რომ მოსამართლეების უმეტესობა ეს ის გუნდია, რომელიც ხელისუფლების ინტერესებს ყოველთვის გაატარებს. ამიტომაცაა, რომ სახელისუფლებო გუნდი მოსამართლეთა კორპუს კბილებით რომ იცავს.

ასე იქცევიან ავტორიტარული რეჟიმები. არც ერთ ავტორიტარულ რეჟიმს უკან დახევისა და მანევრირების უნარი არ გააჩნია. ფაქტია, რომ 7-8 მარტის ამბები სახელისუფლებო გუნდს დღემდე ვერ მოუნელებია. მათ ნახეს, რომ ხელისუფლებამ მარტის მოვლენებისას საკმაოდ დიდი დარტყმა მიიღო.

მათ ისიც ნახეს, რომ სახელისუფლებო ვერტიკალმა დაიწყო რყევა. სახელისუფლებო ვერტიკალში გაჩნდა ბზარები. თუ ბიუროკრატი გუშინ უსიტყვოდ ასრულებდა დავალებებს, ახლა შესაძლოა, გვერდზე იხედებოდეს. ამ პროცესის ასე შეჩერება შეუძლებელია. „ნაციონალების“ დროს სააკაშვილის რეჟიმი გაცილებით მკაცრი იყო, მაგრამ 2012 წლის არჩევნებზე მათ სიმკაცრემ ვერ უშველა.

არც ერთ ავტორიტარულ რეჟიმს უკან დახევისა და მანევრირების უნარი არ გააჩნია...

„ნაციონალების“ დროს სააკაშვილის რეჟიმი გაცილებით მკაცრი იყო, მაგრამ 2012 წლის არჩევნებზე მათ სიმკაცრემ ვერ უშველა

როცა საზოგადოებაში 2/3 არ გიჭერს მხარს, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი ხელისუფლება ყანყალებს და ნიადაგგამოცლილია. სახელისუფლებო გუნდი ხედავს, რომ დასაყრდენ ნიადაგად რჩევა ძალოვანი სტრუქტურები. ახლა ვხედავთ, რომ მმართველი გუნდი ძალოვან სტრუქტურებს უფრთხილდებიან.

მმართველი გუნდი ცდილობს დაარწმუნოს ძალოვნები, რომ ისინი მათ ისევე დაიცავენ, როგორც ახლა ხელისუფლება მოსამართლეებს იცავს. რა თქმა უნდა, ასე ყალბად ეს პროცესი ვერ გაგრძელდება.

- 19 აპრილს 2 წელი შესრულდა იმ პროცესის დასრულებიდან, რომლის შედეგადაც ევროკავშირის პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით თბილისში ხელი მოეწერა შეთანხმებას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

თქვენი აზრით, მოსამართლეებთან დაკავშირებით ამგვარი ქცევით რა უთხრა ხელისუფლებამ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს?

- ხელისუფლებამ ჩვენ და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს უთხრა - ჩვენ ასეთები ვართ, უკან არ დავიხევთ, ვდგავართ ამ პოზიციაზე და დავიცავთ ყველას, ვინც ჩვენს მხარესაა. ვინც ჩვენს მხარეს არაა, ჩვენი მტერია. ეს უთხრა ხელისუფლებამ ჩვენს საზოგადოებასაც.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებით მოგონილი თემებით აპელირებს ოპოზიცია. თუ მოსამართლეების მიმართ პრეტენზიები მოგონილია, კომისიის შექმნას რა პრობლემა უნდა ჰქონოდა? მაგრამ, რომ არსებობს და რომ იციან შესაძლოა საგამოძიებო კომისია რაღაც უფრო მნიშვნელოვან ფაქტებზე გავიდეს, ხელისუფლებას ამიტომაც არ უნდა საგამოძიებო კომისიის შექმნა.

ამიტომაცაა, რომ მათ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს უთხრეს - თქვენ შეგიძლიათ გამოაცხადოთ რაც გინდათ, მაგრამ მოსამართლეებთან დაკავშირებით ჩვენ გავაგრძელებთ იმ პოლიტიკურ კურსს და იმ პოზიციას დავიჭერთ, რაც სწორად მიგვაჩნია. არ მოგწონთ ეს მოსამართლეები, კი ბატონო, არ შეუშვათ ამერიკაში, მაგრამ ისინი საქართველოში იქნებიან მშვიდად და გააგრძელებენ საქმიანობას.

ხელისუფლებამ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ღიად უთხრა - როდესაც საქმე ძალაუფლების შენარჩუნებას ეხება, იქ „ქართული ოცნება“ შეუვალი იქნება. გარდა ამისა, ხელისუფლება ჩვენს დასავლელ პარტნიორებს იქეთ აყვედრის - თუ გინდათ ჩვენი მიღება, მიგვიღეთ ისეთი, როგორიც ვართ. ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს თავის გაცხადებულ პოზიციას - ჩვენ თქვენს დაკრულზე ხომ არ ვიცეკვებთ?! და მის მიერ არჩეულ გზას აგრძელებს.

ხელისუფლებამ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ღიად უთხრა - როდესაც საქმე ძალაუფლების შენარჩუნებას ეხება, იქ „ქართული ოცნება“ შეუვალი იქნება. გარდა ამისა, ხელისუფლება ჩვენს დასავლელ პარტნიორებს იქეთ აყვედრის - თუ გინდათ ჩვენი მიღება, მიგვიღეთ ისეთი, როგორიც ვართ. ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს თავის გაცხადებულ პოზიციას - ჩვენ თქვენს დაკრულზე ხომ არ ვიცეკვებთ?!

ამაზე მეტყველებს ხელისუფლების განცხადებები. აღარაფერს ვამბობ „ხალხის ძალის“ განცხადებებზე, რაც თავისთავად კატასტროფაა. სამწუხაროდ, ამ ვითარებაში აღმოვჩნდით ყველანი ერთად.

- ხელისუფლება მტკიცებით ფორმაში აცხადებს, რომ წლის ბოლომდე საქართველო მიიღებს ევროკავშირის ქვეყნის სტატუსს, მაგრამ ხელისუფლების მიერ მოსამართლეებთან დაკავშირებით არჩეული გზა იმაზე მიანიშნებს, რომ ეს პროცესი ჩვენთვის შესაძლოა, არც ისე კარგად დასრულდეს.

მხედველობაში მაქვს წლის ბოლომდე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება...

- ბევრჯერ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ - მეჩვენება, რომ „ქართული ოცნება“ დაახლოებით ისეთ ხაზს ატარებს, რაც „ნაცმოძრაობამ“ 2007 წელს გააკეთა. მგონია, რომ „ქართულ ოცნებაში“ გამალებული მზადება მიდის რიგგარეშე არჩევნებისთვის.

მეჩვენება, რომ „ქართული ოცნება“ დაახლოებით ისეთ ხაზს ატარებს, რაც „ნაცმოძრაობამ“ 2007 წელს გააკეთა. მგონია, რომ „ქართულ ოცნებაში“ გამალებული მზადება მიდის რიგგარეშე არჩევნებისთვის

ევროპული რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულება როგორც ჩანს, ჩავარდება, ამას რა თქმა უნდა მოჰყვება რეაქცია. ქუჩის აქციები და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევაში გამოსავალი რა შეიძლება იყოს? ვადამდელი არჩევნები.

ჩემი აზრით, სახელისუფლებო გუნდი დაინტერესებულია ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს 2023 წელს, რადგან 2024 წელს არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. ამიტომ ვამბობ, რომ „ქართული ოცნება“ დაინტერესებულია რიგგარეშე არჩევნების 2023 წლის შემოდგომაზე ჩატარდეს.

თუ ხელისუფლება საბოლოოდ დაადგა ამ გზას, ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელი იქნება მთავრობაში საკადრო ცვლილებები. მმართველი გუნდი ყველა იმ პირისგან შეეცდება გათავისუფლებას, რომელიც ხალხს აღიზიანებს. „ქართული ოცნება“ არჩევნებზე ახალი გუნდით გავა. ხელისუფლება 2023 წლის არჩევნებსაც ჩაატარებს და 2024 წლის არჩევნებსაც. ეს არის ის, რაც გამოსავლის სახით „ქართულ ოცნებას“ დარჩა.

ასეთ შემთხვევაში ყველაზე სამწუხარო ის იქნება, რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულება კიდევ ერთი წლით გადაიდება.

ხელისუფლება 2023 წლის არჩევნებსაც ჩაატარებს და 2024 წლის არჩევნებსაც. ეს არის ის, რაც გამოსავლის სახით „ქართულ ოცნებას“ დარჩა. ასეთ შემთხვევაში ყველაზე სამწუხარო ის იქნება, რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულება კიდევ ერთი წლით გადაიდება.

ხელისუფლება 2023 წლის არჩევნებსაც ჩაატარებს და 2024 წლის არჩევნებსაც. ეს არის ის, რაც გამოსავლის სახით „ქართულ ოცნებას“ დარჩა. ასეთ შემთხვევაში ყველაზე სამწუხარო ის იქნება, რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულება კიდევ ერთი წლით გადაიდება

- კეზერაშვილის თემა აქტიურად განიხილება. მან კი განაცხადა, რომ იგი აქტიურად ითანამშრომლებს ევროპელ სამართალდამცავებთან, მაგრამ ვხედავთ, რომ ქოლცენტრების თემას კეზერაშვილისა და ოპოზიციის წინააღმდეგ ხელისუფლება აქტიურად იყენებს.

ძნელი სათქმელია თუ როგორ დასრულდება კეზერაშვილის წინააღმდეგ გამოძიება, მაგრამ, ვხედავთ, რომ ხელისუფლება მას უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევით თაღლითს კარგა ხანია უწოდებს.

კეზერაშვილის თემა რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს 2023 წელს ვადამდელ და შემდეგ 2024 წლებში ჩასატარებელ არჩევნებს?

- არა მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ კეზერაშვილის თემა ახლა აწყობდეს. მმართველ გუნდს მშვენივრად ჰქონდა დალაგებული პოლიტიკური სპექტრი - „ნაცმოძრაობის“ სათავეში კეზერაშვილი- მერაბიშვილი-ხაბეიშვილი, ანუ, მომავალ არჩევნებზე სააკაშვილის ჩანაცვლება მოხდებოდა ამ სამი ფიგურით. ხელისუფლებამ შეძლო სააკაშვილის დაბრუნების საფრთხის მერაბიშვილ-კეზერაშვილ-ხაბეიშვილით საფრთხით ჩანაცვლება

ჩემი აზრით, კეზერაშვილის თემა პოლიტიკური თვალსაზრსით „ქართული ოცნებისთვის“ მაინცადამაინც სასიამოვნო არ უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, ჩვენში სხვაგვარად ვითარდება პოლიტიკური სიტუაცია.

არა მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ ბეზარიშვილის თემა ახლა აწყობდეს. მმართველ გუნდს მშვენივრად ჰქონდა დალაგებული პოლიტიკური სპექტრი - „ნაცმოძრაობის“ სათავეში კეზერაშვილი- მერაბიშვილი-ხაბეიშვილი, ანუ, მომავალ არჩევნებზე სააკაშვილის ჩანაცვლება მოხდებოდა ამ სამი ფიგურით. ხელისუფლებამ შეძლო სააკაშვილის დაბრუნების საფრთხის მერაბიშვილ-კეზერაშვილ-ხაბეიშვილით საფრთხით ჩანაცვლება

არა მგონია ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან შემთხვევითობა იყოს ერთი მხრივ მოსამართლეების თემის წამოწევა ხოლო მეორე მხრივ კეზერაშვილის სკანდალი.

თუ კეზერაშვილი მართლაც იმას აკეთებდა, რაზეც ბი-ბი-სის მასალაშია საუბარი, მაშინ რა გამოდის? კეზერაშვილს თაღლითური ქსელი თბილისში ჰქონდა და საქართველოს ძალოვნებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ? საქმის კურსში არ იყვნენ?

- დიახ, ესაა მთავარი თემა როდესაც ამ თემაზე საუბრობენ...

- თუ საქმის კურსში იყვნენ, ამის დამადასტურებელი ფაქტები არ არის, მაგრამ კეზერაშვილი მოულოდნელად ხომ არ გააკეთებს ამაზე განცხადებას? ის რომ „ქართული ოცნებას“ ისრები კეზერაშვილზე გადააქვს, ეს გასაგებია, რადგან, მას სხვა გამოსავალი არ აქვს.

ისეთი ვითარებაა, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან დაიბნა და აიჭრა შექმნილ ვითარებაში. ვფიქრობ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ორივე მხარის, როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ახალი“ „ნაცმოძრაობის“ მიმართულებით მიდის შეტევა. არ გამოვრიცხავ, რომ მოხდეს ამ თემების გადაკვეთა და ერთ წერტილში თავის მოყრა. იმის თქმა მინდა, რომ უეცრად შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ისინი ერთმანეთთან მშვენივრად თანამშრომლობენ.

ვფიქრობ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ორივე მხარის, როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ახალი“ „ნაცმოძრაობის“ მიმართულებით მიდის შეტევა. არ გამოვრიცხავ, რომ მოხდეს ამ თემების გადაკვეთა და ერთ წერტილში თავის მოყრა. იმის თქმა მინდა, რომ უეცრად შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ისინი ერთმანეთთან მშვენივრად თანამშრომლობენ

ამის დამადასტურებელი ფაქტები ჯერ არ არსებობს, მაგრამ, გამორიცხულია, რომ ძალოვან სტრუქტურებს ის არ სცოდნოდათ, რაც ბი-ბი-სის მასალაში ვნახეთ და თუ მთელმა არა, ლამის ნახევარმა თბილისმა ისედაც იცოდა.

- ამის ფონზე უცნაურადაც კი ვითარდება პროცესები „ნაცმოძრაობაში“.

ნიკა მელიას მიერ „ნაცმოძრაობის“ ახალი ოფისი გახსნას მოჰყვა ურთიერთბრალდებები. ხაბეიშვილმა თანაპარტიელი ოპონენტები სეპარატიზმშიც კი დაადანაშაულა. ამ ბრალდებების ფონზე ხაბეიშვილმა უკვე დააანონსა „ნაცმოძრაობის“ რეგიონულ ორგანიზაციებში არჩევნების ჩატარება.

რაც ახლა „ნაცმოძრაობაში“ ხდება კეზერაშვილის საქმის ანარეკლია, გაგრძელებაა თუ კიდევ რამე სხვა?

- გარკვეულმა ძალებმა მოინდომეს პოლიტიკურ ასპარეზზე შემოსვლა. საუბარია კეზერაშვილსა და მერაბიშვილზე. კეზერაშვილის მიერ გავრცელებული განცხადება იმის თაობაზე, რომ იგი ტვ „ფორმულის“ 50%-ს ამ კომპანიის კოლექტივს გადასცემს იმ სკანდალის გაგრძელებაა, რაც ბი-ბი-სის მასალის გავრცელებას მოჰყვა.

საქართველოში ფორმალურად ვინ ვის აძლევს რამის წილს არასდროს ყოფილა პრობლემა. მთავარია, რეალურად ვინ რჩება ტვ „ფორმულას“ მმართველი და დამფინანსებელი.

შექმნილი ვითარება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს საქართველოში პარტნიორები არ ჰყავთ. როგორც ჩანს, მათ პარტნიორებად არც „ქართული ოცნება“ და არც „ახალი“ „ნაცმოძრაობა“ არ უნდათ. ვფიქრობ, მათ სწორედ ამიტომ გადადგეს ის ნაბიჯები, რაზეც ზემოთ ვილაპარაკე.

შექმნილი ვითარება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს საქართველოში პარტნიორები არ ჰყავთ. როგორც ჩანს, მათ პარტნიორებად არც „ქართული ოცნება“ და არც „ახალი“ „ნაცმოძრაობა“ არ უნდათ

შესაბამისად, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან „ნაციონალებიდან“ მხარდაჭერა ექნება იმ გუნდს, რომელსაც ნიკა მელია ხელმძღვანელობს, ან დანარჩენ ოპოზიციის ნაწილს. თუმცა, ვხედავთ, რომ ამ დანარჩენ ოპოზიციაშიც სიტუაცია უნდა დალაგდეს.

- დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ვითარებაში, როცა მმართველი გუნდი კონსტიტუციის მოთხოვნებს არ ასრულებს, საპარლამენტო ოპოზიციას ეძლევა უფრო აქტიურად მოქმედების შესაძლებლობა.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ შექმნილ ვითარებაში შეძლოს უფრო აქტიურად მოქმედება და საპარლამენტო კომისიის შექმნა?

- ოპოზიციის „ნაციონალური“ ნაწილი იძულებული იყო მონაწილეობა მიეღო საპარლამენტო კომისიის შექმნაში. გვახსოვს, ისინი სხდომებზე ხან დადიოდნენ და ხან საერთოდ არ დადიოდნენ. ვერ გეტყვით რამდენ ხანს შეძლებს ოპოზიცია ერთიანობის შენარჩუნებას კომისიის შექმნის საკითხში.

მოსამართლეების საქმეზე არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ არ სურს საპარლამენტო კომისიის შექმნა. ვფიქრობ, რომ საპარლამენტო კომისიის შექმნა მაინცადამაინც არც „ნაცმოძრაობას“ უნდა. კომისიის შექმნის შემთხვევაში თუ ფაქტების გამომზეურებამდე მივიდა საქმე, გამორიცხულია, რომ სასამართლოში „ნაციონალების“ მმართველობის პერიოდის საქმეები არ ამოტივტივდეს.

არა ვარ დარწმუნებული, რომ იგივე გვირგვლიანის საქმის დეტალების ხელახლა გახსენება და გააქტიურება როგორც ამბობენ „ნაციონალების“ ჩრდილში მყოფ „ახალ“ ლიდერ მერაბიშვილს უნდოდეს. იმავეს თქმა შეიძლება კეზერაშვილზე.

არა ვარ დარწმუნებული, რომ იგივე გვირგვლიანის საქმის დეტალების ხელახლა გახსენება და გააქტიურება როგორც ამბობენ „ნაციონალების“ ჩრდილში მყოფ „ახალ“ ლიდერ მერაბიშვილს უნდოდეს. იმავეს თქმა შეიძლება კეზერაშვილზე

გასაგებია, რომ „ქართულ ოცნებასაც“ არ უნდა მოსამართლეების თემაზე საპარლამენტო კომისიის შექმნა. ასეთ ვითარებაში ჩემი აზრით ოპოზიციამ საპარლამენტო კომისიის შექმნის სხვა გზებზე უნდა იფიქროს. ოპოზიციამ უნდა შეძლოს იმის მიღწევა, რომ მოსამართლეების თემამ აქტუალობა დაკარგოს.

ოპოზიციამ მოსამართლეების თემა თავისი დღის წესრიგიდან არ უნდა მოხსნას მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო კომისიის შექმნა არ მოხერხდება

შესაძლოა, ოპოზიციამ შექმნას დეპუტატებისგან ჯგუფი, რომელსაც კომისიის უფლებამოსილება არ ექნება, მაგრამ ამ მიმართულებით გააგრძელონ მუშაობა. არაა გამორიცხული, მათ დაიმატონ არასამთავრობო ორგანიზაციიდან წარმომადგენლები და გააგრძელონ მოსამართლეების თემაზე მუშაობა.

ვიმეორებ, ოპოზიციამ მოსამართლეების თემა თავისი დღის წესრიგიდან არ უნდა მოხსნას მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო კომისიის შექმნა არ მოხერხდება. სამოქმედოდ, რა გზას აირჩევენ ვერ გეტყვით.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი